academica.ge წარმოგიდგენთ ციფრული ფოტოგრაფიის კურსს დამწყებთათვის.
კურსის ფარგლებში გაეცნობით:
- ფოტოგრაფიის თეორიულ საფუძვლებს
- კამერისა და ფოტო ობიექტივის აგებულებას
- სინათლის მართვის მექანიზმებსა და
- ფოტოს დამუშავებას ცუფრულ პროგრამა Lightroom-ში
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უკვე ყველანი პოტენციური ფოტოგრაფები ვართ, რადგან ყოველდღიურად ჯიბით ვატარებთ სმარტფონებს. ლინზის მეშვეობით ვაკვირდებით საკუთარ თავს, სამყაროს და ყველას პირად გამოცდილებად გვაქვს მომენტი, როცა ხდები „მხილველი“ და ამ წამს აფიქსირებ.
ეს კურსი ზუსტად მათთვისაა, ვინც ეს მდგომარეობა ერთხელ მაინც შეუგრძნია და სურს შეისწავლოს და დახელოვნდეს პირადი სიამოვნებისთვის, პიროვნული განვითარებისთვის თუ შემდგომი პროფესიული საქმიანობისთვის.
კურსი შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან და მისი გავლის შემდეგ გექნებათ ყველა ის ინსტრუმენტი თუ ცოდნა, როცა ეს ჯადოსნური წამი წინ დაგიდგებათ, თქვენ ის დააფიქსიროთ.
ციფრული ფოტოგრაფიის კურსი შედგება 3 ნაწილისგან:
კურსის პირველ ნაწილში ვისაუბრებ ფოტოგრაფიაზე, თეორიულად მიმოვიხილავთ მის ჯადოსნურ ბუნებას და შევეცდებით განცდის დონეზე იყოს გასაგები, რა ხდება როცა ვხდებით “წამის მხილველნი”.
მეორე ნაწილი უფრო ტექნიკურია, სადაც შევისწავლით კამერის/ფოტო ობიექტივის აგებულებას და ყველა იმ საბაზისო სინათლის მართვის მექანიზმებს, რაც კამერის გამოყენებისთვისაა აუცილებელი.
მესამე, დასკვნით ნაწილში შევეხებით ფოტოს დამუშავებას. შევისწავლით ციფრულ პროგრამა Adobe Lightroom -ს სადაც შევძლებთ ჩვენს გადაღებულ ფოტოებს საბოლოო სახე მივცეთ.
მთელი ეს საუბრები იქნება განხილული ჩემს მიერ გადაღებული ერთი კონკრეტული ფოტოს ირგვლივ, რაც დაგვანახებს პრაქტიკულ მხარეს, თუ რა ხდებოდა კამერის მეორე მხარეს. საიდან მოვიდა დაინტერესება გადასაღები საგნების თუ ლოკაციისადმი, რატომ შევარჩიე კამერის მოცემული პარამეტრები, და საბოლოოდ როგორ დავამუშავე და მიეცა ფოტოს საბოლოო მხარე.
-
Adobe Lightroom
Adobe Lightroom ფასიანი პროგრამაა
-
ციფრული ფოტოგრაფიის კურსის წარდგენა
-
ციფრული ფოტოგრაფიის კურსი