academice.ge წარმოგიდგენთ ჭადრაკის კურსს დამწყებთათვის.
კურსი განკუთვნილია დამწყები მოჭადრაკეებისათვის, რომელთაც სურთ ისწავლონ ჭადრაკის თამაში და პირველ ნაბიჯები გადადგან საჭარაკო სამყაროში.
კურსის ფარგლებში შეისწავლით როგორ მოძრაობენ ფიგურები საჭადრაკო დაფაზე, რა არის და რა მნიშვნელობა აქვს დებიუტს და როგორ უნდა ვითამაშოთ მარტივი საჭადრაკო პარტია. კურსის ფარგლებში განხილული იქნება საჭადრაკო ეტიუდები და მათი ამოხსნები.
შემოგვიერთდით Facebook ჯგუფში: www.facebook.com/groups/chessacademica/
გახსოვდეთ, რომ ჭადრაკი უბრალოდ თამაში არ არის. ჭადრაკი ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის და თვითკრიტიკის განვითარებას. ჭადრაკის თამაშში მკაფიოდ ვლინდება პიროვნების ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებანი.
კურსის ფარგლებში თქვენ შეისწავლით შემდეგ საკითხებს:
- ფიგურების დალაგება საჭადრაკო დაფაზე
- ფიგურები:
- პაიკი
- კუ
- ეტლი
- მხედარი
- ლაზიერი (დედოფალი)
- მეფე
- ფიგურების გადაადგილების თავისებურებები
- რა არის დებიუტი
- მოკლე როქი
- გრძელი როქი
- ფიგურების მოკვლა და გადაადგილება
- ტაქტიკა და სტრატეგია
- იტალიური დებიუტი
- ფიგურის დაბმა
- შამათი
- მუქარისგან თავის დაღწევა
- ქიშისგან თავის დაღწევა
- მეტოქესთვის ქიშის გამოცხადება
- ფიგურის მოკვლა
- ორმაგი დარტყმა
-
ითამაშე ჭადრაკი ონლიან
-
სავარჯიშოები
-
სასერტიფიკატო გამოცდა
სერტიფიკატის მისაღებად, მას შემდეგ რაც კურსს გაივლით და დარწმუნდებით, რომ მზად ხართ სასერტიფიკატო გამოცდის დასაწერად, უნდა მოგვწეროთ info@academica.ge-ზე და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღი და დრო. თქვენ მიერ არჩეულ დროს ჩვენგან მიიღებთ სასერტიფიკატო გამოცდას, რომლის წამატებით დაწერის შემთხვევაში გადმოგეცემათ სერტიფიტაკი. სასერტიფიკატო გამოცდა მოიცავს სავარჯიშოების მსგავს შეკითხვებს.
-
1 ლექცია: საჭადრაკო დაფა
-
2 ლექცია: ფიგურების გადაადგილება
-
3 ლექცია: დებიუტი
-
5 ლექცია: ტაქტიკური სავარჯიშოები