academica.ge წარმოგიდგენთ კორეული ენის კურსს დამწყებთათვის.
კურსი ფარგლებში თქვენ შეისწავლით კორეული ენის საფუძვლებს.
კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:
- კორეულ ენაზე გამართულად კითხვას;
- საკუთარი თავის წარდგენას;
- კორეულ ენაზე ელემენტარულ კომუნიკაციას - მარტივი წინადადებების აწმყო დროში შედგენას, კითხვების დასმას და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას;
კორეელების ენა გავრცელებულია სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეაში. კორეულად მოლაპარაკეთა რიცხვი 78 მილიონზე მეტი კაცია. სამხრეთ კორეაში კორეულის ლოკალური სახელწოდებაა ჰანგუკმალი (hangukmal - 한국말), ან ჰანგუგო (hangugeo - ჰანგილზე: 한국어, - ჰანჯაზე: 韓國語), ჩრდილოეთ კორეაში კი ჩოსონმალი (chosŏnmal - 조선말), ან ჩოსონო (chosŏnŏ - 조선어, 朝鮮語).
კორეული იზოლირებული ენაა, რომლის გენეტიკური კავშირებიც მხოლოდ ჰიპოთეტურადაა დადგენილი. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, მას ალთაურ ოჯახს მიაკუთვნებენ (ხშირად იაპონურთან ერთად). ამის საფუძველია ფონეტიკური შესაბამისობანი, სტრუქტურული მსგავსება, ეტიმოლოგიური მონაცემები. სხვა ვერსიით, იგი ტუნგუსურ-მანჯურულ ენებს მიეკუთვნება.
თემა - ანბანი და მარცვლები
გაკვეთილი 1 - მარცვლების შედგენა
გაკვეთილი 2 - ანბანი (თანხმოვნები)
გაკვეთილი 3 - ანბანი (ხმოვნები)
გაკვეთილი 4 - მარცვლის ბოლო თანხმოვანი (პადჩიმი)
თემა - გრამატიკა
გაკვეთილი 5 - წინადადების სტრუქტურა
გაკვეთილი 6 - სუბიექტის ნიშანი 이/가
გაკვეთილი 7 – თემის ნიშანი 은/는
გაკვეთილი 8 - ობიექტის ნიშანი 을/를
გაკვეთილი 9 - ყოფნა ზმნა 이다
გაკვეთილი 10 - არყოფნა ზმნა 아니다
გაკვეთილი 11 - ზმნისა და ზედსართავი სახელის თავისებურება
გაკვეთილი 12 - აწმყო დრო - ზმნის დაბოლოება 아요/어요/해요
გაკვეთილი 13 - 아요/어요/해요 გრამატიკის გაგრძელება
გაკვეთილი 14 - თავაზიანი ფორმა - ზმნის დაბოლოება 습니다/ㅂ니다
გაკვეთილი 15 - ქონა/არქონა 있다/없다
თემა - რიცხვები
გაკვეთილი 16 - ჩინური, სინო რიცხვები
გაკვეთილი 17 - კორეული რიცხვები
გაკვეთილი 18 - რიცხვების გამოყენება
გაკვეთილი 19 - კვირის დღეები
გაკვეთილი 20 - თვეები
გაკვეთილი 21 - დროისა და ადგილმდებარეობის ნიშანი 에
თემა - პირისა და კუთვნილების ნაცვალსახელები
გაკვეთილი 22 - პირისა და კუთვნილების ნაცვალსახელები
გაკვეთილი 23 - საბოლოო ტექსტების გარჩევა
-
სერტიფიკატი
მას შემდეგ რაც შეასრულებთ აქ მოცემულ სავარჯიშოებს და დარწმუნდებით, რომ მზად ხართ ფინალური სასერტიფიკატო გამოცდის დასაწერად, უნდა მოგვწეროთ მეილზე info@academica.ge თქვენთვის სასურველი თარიღი და დრო. თქვენ მიერ არჩეულ დროს მეილზე მიიღებთ ფინალურ სასერტიფიკატო ტესტს. ტესტის წარმატებით შესრულების შემთხვევაში გადმოგეცემათ სერტიფიკატი.
-
კურსის წარდგენა