Flutter პროგრამირება

academica.ge წარმოგიდგენთ Flutter-ის კურსს დამწყებთათვის.

კურსის ფარგლებში შეისწავლით Flutter-ისა და Dart-ის საწყისებს.

მოცემული კურსის ფარგლებში თქვენ შეისწავლით მობაილ დეველოპმენტის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ტექნოლოგიას Flutter-ს, რომელიც შექმნილია კომპანია Google-ის მიერ.

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ააწყოთ მარტივი აპლიკაციები და მიიღოთ პრაქტიკა.

ლექციის ფარგლებში ყველა საკითხი პრაქტიკული მაგალითების თანხლებით განიხილება, შესაბამისად საშუალება გექნებათ ყველაფერი ადვილად გაიგოთ და პრაქტიკაში გააკეთოთ. ასევე, კურსის ფარგლებში განვიხილავთ ინტერვიუზე დასმულ შეკითხვებსა და მათ პასუხებს, რაც დაგეხმარებათ დამსაქმებელთან ურთიერთობაში.

კურსის შესავალი

  • მობაილ დეველოპმენტის ზოგადი მიმოხილვა(Native app development vs Cross platform)
  • გარემოს მოწყობა და ინსტალაცია

Flutter environment - პრაქტიკული ნაწილი

  • Flutter-ის აპლიკაციის შექმნა და გარემოზე გაცნობა

შესავალი Dart დაპროგრამების ენაში

  • syntax, variables
  • Data types(String)
  • Boolean types
  • Collections(Array)
  • Maps
  • Variables in details - ცვლადების დეტალური მიმოხილვა, განსხვავება const, let, var, keyword-ებით შექმნილ ცვლადებს შორის
  • ოპერატორები(<, >, &)
  • ფუნქციების განხილვა და მათი გამოყენება
  • ჩაშენებული ფუნქციების(Built-in functions) მიმოხილვა
  • ჩაშენებული მეთოდები მიმოხილვა Number ტიპის მონაცემებში

Flutter

  • Widget-ების გაცნობა
  • მარტივი UI ნაწილის აწყობა 0-დან
  • ელემენტების დამატება აპლიკაციაში(Buttons, texts, containers)
  • Layouts(Column, Container) რა განსხვავებებია მათ შორის და რაში გამოიყენება
  • აპლიკაციაში დამატებითი feature-ების დამატება
  • ელემენტების განლაგების შეცვლა მარტივად (space between, space end და ა.შ)
  • ღილაკის შექმნა და მასზე რაიმე ფუნქციის მიბმა
  • Flexible vs Expanded განსხვავება მათ შორის და გამოყენების გზები
  • hot reload-ისა და hot restart-ის მიმოხილვა, მთავარი განსხვავებები მათ შორის
  • სერტიფიკატი

    სასერტიფიკატის ასაღებად უნდა შეასრულოთ ორი პროექტი: 1. ვიდეოების სექციის ბოლოს ნახავთ სასერტიფიკატო დავალებას. 2. თავისუფალი პროექტი - თქვენ მიერ შერჩეული ნებისმიერი აპლიკაციის პროექტი. ორივე პროექტის კოდი გამოგვიგზავნეთ მეილზე info@academica.ge და მოგვწერეთ, რომ გსურთ პროექტები შეფასდეს სასერტიფიკატოდ.

  • სასერტიფიკატო დავალება

    შექმენით აპლიკაცია, რომელიც დაგვიბრუნებს პასუხს მომხმარებელს აქვს თუ არა საკმარისი თანხა რომ იყიდოს მანქანა. აპლიკაციის page-ზე განათავსეთ რიცხვითი მონაცემი, რომელიც იქნება მომხმარებლის ანგარიშზე არსებული თანხა, ასევე დაამატეთ icon ან ფოტო, რომელსაც ქვეშ ეწერება price და ექნება ღილაკი, რომელსაც ეწერება “ყიდვა”. მომხმარებელი როდესაც ამ ღილაკს დააჭერს ხელს უნდა მიიღოს შეტყობინება, რომ გადახდა წარმატებით განხორციელდა, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი მომხმარებლის ანგარიშზე არსებული თანხა ნაკლებია მანქანის ფასზე ამ შემთხვევაში უნდა მიიღოს შეტყობინება იმავე page-ზე, რომ არ აქვს საკმარისი თანხა და შესაძენად სჭირდება x რაოდენობის ლარი.

250.00 ₾ 49.00 ₾