არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის საფუძვლები Autodesk AutoCad-ის გამოყენებით

ონლაინ კურსი Zoom-ის გამოყენებით.

2 თვე, 8 კვირა, კვირაში 2 ლექცია, სულ 16 შეხვედრა, ჯამში 24 საათი.

სამშაბათი-ოთხშაბათი 20:00 საათი.

თითოეული ლექცია გაგრძელდება 1,5 საათი, 90 წუთი.

ლექციები მოიცავს არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის ფუნდამენტის შესწავლას. კურსის მსვლელობისას თქვენ გაეცნობით თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება პროექტის შექმნისას. გაეცნობით დიზაინის საწყისებს და ისწავლით თუ როგორ უნდა მივუდგეთ პროექტს.

თეორიული მასალა დაგეხმარებათ არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის საწყისებზე ზოგადი წარმოდგენის შექმნაში. კურსის ფარგლებში განვიხილავთ სხვადასხვა მიმდინარეობებს, მიმდევრობებსა და მოტივებს.

ამასთან, ვიმუშავებთ პრაქტიკულად Autodesk AutoCad-ის გამოყენებით. შევიქმნით წარმოდგენას კონცეპტუალურ დიზაინზე და გეგმარებაზე. დეტალურად შევისწავლით Autodesk AutoCad-ს და გავამახვილებთ ყურადღებას თუ როგორ გამოიყენება ეს პროგრამა პრაქტიკულად სამუშაო გარემოში.

ლექციების კურსი კი დასრულდება შეძენილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაერთიანებით. ინდივიდუალურად შექმნით პროექტს მუშა ნახაზებით, რომლითაც მოხდება თქვენი პორტფოლიოს შექმნა ან გამრავალფეროვნება, რაც საბოლოოდ დაგეხმარებათ სამუშაოს პოვნაში.

კურსის ლექტორი, ზურაბ გოგიტიძე:

„არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის საფუძვლების კურსის მეშვეობით მსურს, მქონდეს კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია მათთან ვისაც ეს პროფესია აინტერესებს და უყვარს დიზაინი. შევეცდები მაქსიმალურად გადმოვცე ჩემი მსოფლმხედველობა და გაგიზიაროთ პირადი გამოცდილებით მიღებული ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში თითოეულ თქვენგანთან ვიმუშავებ ინდივიდუალურად და დიდი სიამოვნებით გავეცნობი თქვენს განწყობას, იდეებს და მოტივაციას.“

კურსის სილაბუსი

ნაწილი 1: შესავალი

ლექცია 1.

  • სილაბუსის წარდგენა. განხილვა იმისა, თუ რა და როგორ წარიმართდება ლექციების მსვლელობისას.
  • სტუდენტების გაცნობა. მათი ცოდნის დონის და ინტერესების შემოწმება.
  • არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის თეორიის მოკლე წარდგენა. სტანდარტების და მეთოდების საწყისი მიმოხილვა, ზოგადი იდეის შექმნა.

ლექცია 2.

  • პრეზენტაცია არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის შესახებ. რელევანტურ და მნიშვნელოვან, ხაზგასასმელ მიმდევრობებზე და ტრენდებზე საუბარი. (ვიზუალური ლექცია, ადეკვატური განწყობის ჩამოსაყალიბებლად).

ლექცია 3.

  • პრეზენტაცია სივრცითი ორგანიზაციების და ფუნქციური მოთხოვნების შესახებ.
  • ამონარიდები სტანდარტების ლიტერატურიდან.
  • პროპორციების, მასშტაბის და ბალანსის პრინციპებზე საუბარი. ერგონომიულად გამართული დიზაინის შექმნაზე საუბარი.


ნაწილი 2: Autodesk AutoCad

ლექცია 4.

  • Autodesk AutoCad-ის წარდგენა.
  • რატომ AutoCad?
  • როგორ და რისთვის გამოიყენება ეს პროგრამა?
  • თვისებები და შესაძლებლობები
  • User Interface-ის საწყისი მიმოხილვა
  • ხელსაწყოების გამოყენება საბაზისო დონეზე. რომელი ხელსაწყო რისთვის გამოიყენება.
  • AutoCad-ის პრაქტიკულად გამოყენების მეთოდები. რა არის მნიშვნელოვანი, როდესაც უშუალოდ სამუშაო გარემოში (დიზაინ ოფისში) ვიყენებთ AutoCad-ს?

ლექცია 5-6-7.

  • AutoCad-ში მუშაობის დაწყება.
  • თითოეული ხელსაწყოს დეტალურად გავლა და თვისებების განმარტება.
  • დამხმარე ელემენტების გამოყენება სამუშაო პროცესის გასამარტივებლად.
  • Layer-ის ახსნა და გამოყენება.
  • უბრალო და დინამიური Block-ების შექმნა, გარდაქმნა, პროექტში გამოყენება.
  • ფერების კოორდინაცია სუფთა და წარმატებული Workflow-ს შესაქმნელად.
  • ანოტაციების სტილების განხილვა და გამოყენება.
  • ობიექტების თვისებებზე საუბარი, მათი გარდაქმნა და მანიპულირება.
  • Layout-ების შექმნა და ნახაზების განთავსება.


ნაწილი 3: კონცეპტუალური ხაზვა. სივრცითი ფიქრი

ლექცია 8. ნაწილი 1

  • არქიტექტურული ნახაზების დეტალურად გავლა.
  • დაბალ მასშტაბში (ანუ დეტალურად) არქიტექტურული დეტალების ჩვენება, განხილვა და პრინციპების ახსნა.
  • ინტერიერის ნახაზების დეტალურად გავლა.
  • დაბალ მასშტაბში (ანუ დეტალურად) ინტერიერის დეტალების ჩვენება, განხილვა და პრინციპების ახსნა.

ლექცია 9

  • არსებული ინტერიერის და ექსტერიერის დეტალების პრეზენტაცია.
  • მატერიალურობაზე საუბარი.
  • გრაფიკულად (AutoCad-ის მეშვეობით) დეტალების გამოხაზვის პრინციპები. როგორ აისახება მატერიალების ფენები ნახაზებში?

ლექცია 10

  • აქრიტექტურული გეგმების შესწავლა და განხილვა.
  • ინტერიერის განლაგება შესწავლილი პრინციპების მიხედვით.
  • Hands-on პრაქტიკა ლექციის დროს. მუშაობა გეგმაზე და შემდგომ განხილვა, კონსტრუქტიული კრიტიკა.
  • პრაქტიკული საშინაო დავალებების დაწყება
    • დავალების შესრულება მოხდება კონცეპტუალურ დონეზე, მაქსიმალური თავისუფლებით, უბრალო სავარჯიშოების სახით. სავარჯიშოები მოიცავს გეგმარების ინდივიდუალურ განლაგებას. თითოეულ სტუდენტს ექნება საშუალება დარჩენილი დროის განმავლობაში მიწოდებულ, ცარიელ გეგმაზე ინდივიდუალურად განალაგოს ტიხრები და ავეჯი, რათა სივრცითი და ერგონომიული აღქმა გაიუმჯობესონ.


ნაწილი 4: პრაქტიკული ხაზვა.

ლექცია 11-15

  • პირობითი ანაზომის მიხედვით არქიტექტურული და ინტერიერის ნახაზის შესრულების დაწყება.
    • როგორ ხდება ანაზომის შექმნა.
    • როგორ ხდება ანაზომის AutoCad-ში გადმოტანა.
    • რომელ ასპექტებს უნდა მივაქციოთ ყურადღება.
  • AutoCad-ის შეძენილი ცოდნის საფუძვლებზე გამართული ნახაზის შექმნის დაწყება.
    • ნახაზის დახვეწა. შესწავლილი სტანდარტების მიხედვით ექსტერიერის და ინტერიერის დამუშავება.
    • ადეკვატური სივრცითი განლაგება პროპორციების დაცვით.
    • შესაბამის ანოტაციებზე ყურადღების გამახვილება და გამოყენება.
    • პროექტისთვის საჭირო ნახაზების სიის შედგენა და მათი შესრულება.
    • არქიტექტურული და ინტერიერის საჭირო, დეტალური ნახაზების შექმნა და დოკუმენტაციაში შეტანა

ლექცია 16

  • საბოლოო ნახაზების ერთობლივად გავლა და განხილვა.
  • ნახაზებთან და კურსთან დაკავშირებულ საბოლოო კითხვებზე და საკითხებზე საუბარი.
  • შეძენილი ცოდნის და შესრულებული ნახაზების პროფესიულად გამოყენებაზე საუბარი.
1,500.00 ₾