Copywriting ქოფირაითინგი დამწყებთათვის

academica.ge წარმოგიდგენთ ქოფირაითინგის კურსს დამწყებთათვის.

ქოფირაითინგის კურსი დამწყებთათვის განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს პირველი ნაბიჯები გადადგას ამ პროფესიაში.

ქოფირაითინგი მარკეტინგის ერთ-ერთი მიმართულებაა და ის სტრატეგიულად წერის ხელოვნებას ნიშნავს. ქოფირაითერი კი ის ადამიანია, ვინც სარეკლამო ტექსტებს ქმნის სხვადასხვა კომპანიისთვის, არგებს მას ბრენდის ფორმატს და გუნდთან ერთად ამუშავებს კრეატიულ იდეებს.

ამ კურსის ფარგლებში, მსმენელი ისწავლის ყველა საჭირო ბაზისს, რაც ქოფირაითერმა უნდა იცოდეს. თითოეული ლექცია მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, რაც დაეხმარება დამწყებ ქოფირაითერს, გაერკვეს ამ სფეროს სპეციფიკაში, თავისებურებებსა და ძირითად ტერმინოლოგიაში.

კურსის ბოლოს გეცოდინება:

  • ყველა აუცილებელი ტერმინი ქოფირაითინგში
  • ქოფის ფორმები და სახეობები
  • რას მოიცავს ქოფირაითერის მუშაობის არეალი
  • ხელსაწყოები, რომლებიც ქოფირაითერს ეხმარება მუშაობაში და რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდე ამ პოზიციაზე მუშაობისას

  • თავი 1: რა არის ქოფირაითინგი და სად გამოიყენება ეს პროფესია
    • რა არის ქოფირაითინგი (განმარტება)
    • სად ვხვდებით ქოფის ნიმუშებს (სოცმედია, ვებგვერდები და სხვა)
    • ვინ არის ქოფირაითერი
    • რა საქმე ევალება ქოფირაითერს კომპანიაში და ვის ეთანამშრომლება ის გუნდში
    • რა ცოდნა და უნარებია საჭირო ქოფირაითერობისთვის
  • თავი 2: ტერმინოლოგია (ტერმინები, რომლებსაც ამ სფეროში შეხვდები)
    • კონტენტი
    • სთორითელინგი
    • კონცეფცია
    • ბრიფი
    • ბრეინშტორმინგი
    • ინსაითი
    • კამპანია
    • ნარატივი
    • სამიზნე აუდიტორია
  • თავი 3: ბრიფი
    • რა არის ბრიფი
    • როგორ უნდა ვიმუშაოთ ბრიფის მიხედვით
    • რა ინფორმაცია უნდა იყოს მოცემული ბრიფში
    • როგორ უნდა დავწეროთ ბრიფი თავად
  • თავი 4: ქოფის წერა
    • როგორ დავწეროთ ბლოგი
    • რისგან უნდა შედგებოდეს ტექსტი
    • რა არის “ოქროს წესები”, რაც ტექსტის აწყობისას უნდა გავითვალისწინოთ
    • რაში ეხმარება ბლოგი ბიზნესს
    • როგორ დავწეროთ ქოფი სოციალური მედიის პლატფორმებისთვის
    • სხვადასხვა პლატფორმის (Facebook, Instagram, Linkedin, Tik-Tok) თავისებურებების მიმოხილვა
    • კონტენტის სახეობები ამ პლატფორმებზე და მათი წერის მაგალითები
    • UI/UX ქოფირაითინგი
    • როგორ დავწეროთ ქოფი ვებგვერდისთვის
    • რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ ვების ქოფიზე დავიწყებთ მუშაობას
    • ვის ვეთანამშრომლებით ვების ქოფიზე მუშაობისას და რატომ
    • როდის ჯობს ქოფირაითერის ჩართვა UI/UX-ის ნაწილში
    • UI/UX ქოფირაითინგის ნიმუშები ქართული და უცხოური ბრენდების მაგალითზე
  • თავი 5: კამპანია და კამპანიის ქოფიზე მუშაობა
    • რა არის კამპანია და რა როლი აქვს ქოფირაითერს მისი შექმნის პროცესში
    • რა არის სლოგანი და ტეგლაინი
    • რა შეიძლება ქოფირაითერს დაევალოს კამპანიის ფარგლებში
  • თავი 6: ნაწილი პრინტსა და ვიდეოს ქოფიზე მუშაობა
    • რა არის პრინტზე მუშაობა და ვის ეთანამშრომლება ქოფირაითერი ამ დროს
    • რა არის ქოფირაითერის საქმე პრინტზე მუშაობის დროს
    • როგორი არ უნდა იყოს პრინტის ტექსტი
    • როგორი უნდა იყოს პრინტის ტექსტი (მაგალითები)
    • ვიდეოს ქოფიზე მუშაობისთვის აუცილებელი ატრიბუტები
    • ვიდეოს სცენარის წერის თავისებურებები
    • ციფრული ხელსაწყოები, რომლებიც ქოფირაითერს ეხმარება
    • ChatGPT
    • Grammarly
    • მცდარბეჭდილმძებნი
250.00 ₾