academica.ge წარმოგიდგენთ ფინანსური ანალიზის კურსს.
კურსი განკუთვნილია ფინანსებით დაინტერებული ნებისმიერი პირისთვის, ვისაც სურს ბუღალტერიისა და ზოგადი ფინანსების შესწავლის პარალელურად გაიღრმავოს ცოდნა ფინანსური ანალიზის კუთხითაც.
კურსში მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია იმ პირებისთვისაც, ვისაც არ აქვს ფინანსური ბექგრაუნდი, თუმცა სურს ფინანსური ანალიზის ძირითადი პრინციპების გაცნობა.
რეკომენდაციის სახით სასურველია მსმენელი გათვითცნობიერებული იყოს ბუღალტერიის საფუძვლებში.
სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ საკითხებს, ასევე, პრაქტიკულ მეცადინეობას.
მოცემული კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს ფინანსური ანალიზის საფუძვლები. საშუალება მისცეს სწორად შეძლონ ფინანსური ინფორმაციის აღქმა და დასკვნის გამოტანა. მოახდინონ თეორიული და პრაქტიკული მასალის შერწყმა გამოცდილებისა და წარმატებული მაგალითების გაცნობის საფუძველზე.
კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ ერთმანეთს დააკავშიროთ ბუღალტერიისა და ფინანების საკვანძო საკითხები და გააკეთოთო ფინანსური ანალიზი.
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ :
- მსმენელი შეიძენს ცოდნას ფინანსური ანალიზის საფუძვლების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებთან დაკავშირებით.
- მიღებული ცოდნის საფუძველზე, მსმენელები შეძლებენ კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზსა და არსებული მდგომარეობის ობიექტურად შეფასებას.
- მსმენელი განივითარებს ანალიტიკურ უნარ-ჩვევებს, არსებული ინფორმაციისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბებისა და ზეპირი და წერილობითი ფორმით ეფექტური კომუნიკაციის უნარს.
- სალექციო კურსის სასწავლო პროცესის პარალელურად, მესმენელს განუვითარდება შემდგომი სწავლისა და განვითარებისთვის საჭირო უნარები, რათა დამოუკიდებლადაც განაგრძოწ ფინანსური ანალიზის სიღრმისეულად შესწავლა.
- ლექცია I
- კურსის ზოგადი მიმოხილვა და წარდგენა
- კურსის მიზანი და სალექციო გეგმა
- ფინანსური ინფორმაციის მომხმარებლები ე.წ Stakeholders
- ლექცია II
- ფინანსური vs მმართველობითი აღრიცხვა (financial vs managerial accounting)
- რატომ არის ფინანსური ანგარიშგება ასეთი მნიშვნელოვანი?
- ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები
- ლექცია III
- ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
- რას წარმოადგენს ბალანსი? საბალანსო ტოლობა
- ბალანსის აგებულება და შინაარსი - კონკრეტული პრაქტიკული მაგალითების განხილვა
- ლექცია IV
- შემოსავლების (მოგება-ზარალის) ანგარიშგების შინაარსი და ელემენტები
- საწარმოს მოგება-ზარალის და ბალანსის ანგარიშგების განხილვა
- ლექცია V
- ფულადი ნაკადების ანგარიშგება -cash flow
- პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდი
- ლექცია VI
- ფინანსური ანგარიშგებების ანალიზი - შემაჯამებელი ლექცია პრაქტიკული მაგალითებით
- ლექცია VII
- რა არის საბრუნავი კაპიტალი? (working capital)
- საბრუნავი კაპიტალის მენეჯმენტის მნიშვნელობა კომპანიის ლიკვიდურობისთვის
- ლექცია VIII
- საბრუნავი კაპიტალის ციკლი და მისი მნიშვნელობა (Working Capital Cycle)
- Working Capital Ratios
- ლექცია IX
- ფინანსური კოეფიციენტების მნიშვნელობა და ანალიზის ორი ტიპი (შიდა და გარე)
- კოეფიციენტების სახეები-სქემა
- ლიკვიდურიბის კოეფიციენტები და მათი მნიშვნელობა ბიზნესისთვის (Liquidity Ratios)
- ეფექტიანობის კოეფიციენტები (Operating Efficiency ratios)-accounts receivable turnover, fixed asset turnover
- ლექცია X
- ფინანსური ლევერიჯის კოეფიციენტები (Leverage Ratios)
- დაფარვის კოეფიციენტი (Coverage Ratio)
- მომგებიანობის კოეფიციენტები და მათი სახეები (Profitability Analysis & ROA, ROE, ROI)
- ვერტიკალური და ჰორიზონტალური ანალიზი
- ლექცია XI
- პრაქტიკული სავარჯიშოები კოეფიციენტებზე
- ლექცია XII
- კურსის შეჯამება
-
სავარჯიშო
სავარჯიშო ფარავს მე-6 ლექციის ჩათვლილ განვლილ მასალებს. სავარჯიშოს შესრულება აუცილებელი პირობაა სერტიფიკატის ასაღებად.
-
სასერტიფიკატო დავალებები
სერტიფიკატის ასაღებად პირველ რიგში უნდა შეასრულოთ ზემოთ მოცემული სავარჯიშო და უყუროთ კურსის ყველა ვიდეოს. მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ კურსში განხილული ყველა საკითხი თქვენთვის გასაგებია და მზად ხართ სასერტიფიკატო ტესტი დასაწერად, მოგვწერეთ მეიზლე info@academica.ge და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი თარიღი და დრო სასერტიფიკატო ტესტის დასაწერად. სასერტიფიკატო ტესტს მეილზე მიიღებთ თქვენ მიერ არჩეულ დროს.
-
1 ლექცია: კურსის წარდგენა
-
12 ლექცია