ჯანდაცვის მენეჯმენტის კურსი განკუთვნილია ჯანდაცვის სექტორში მომუშავე მენეჯერებისთვის, ფარმაცევტებისთვის, ექთნებისთვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვისაც სურს, რომ ცნობიერება აიმაღლოს ჯანდაცვის მენეჯმენტის საფუძვლებში.
კურსის მიზანი :
კურსის მიზანია მოამზადოს სპეციალისტები, რომლებიც სამომავლოდ დასაქმდებიან სამედიცინო დაწესებულებებში. კურსის ამოცანაა, დაინტერესებულმა პირებმა სამომავლოდ შეძლონ თეორიულ მასალაზე დაყრდობით პრაქტიკული მუშაობა მენეჯერულ საქმიანობაში. კურსი განკუთვნილია იმ სპეციალისტებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ სრული სამედიცინო ან სხვა უმაღლესი თუ არაფორმალური განათლება.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელმა უნდა შეძლოს :
• ჯანდაცვის დარგში არსებული მოთხოვნებისა და პრობლემების პროფესიონალურ დონეზე ანალიზი;
• სწორი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღება ;
• სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე ადმინისტრაციული და ფინანსური პროცესების, ხარისხისა და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდების ეფექტურად მართვა;
კურსი მოიცავს შემდეგ თემებს :
- ჯანდაცვის სისტემის მართვის თავისებურებებები
- ჯანდაცვის სისტემის დაგეგმვა
- ინფორმაციული სისტემები მენეჯმენტში
- სამედიცინო კადრების მენეჯმენტი
- საკონფლიქტო სიტუაციების მენეჯმენტი
- ხარისხის კონტროლი ჯანდაცვის მენეჯმენტში
- ჯანდაცვის ეკონომიკის საფუძვლები
- ბაზრის სპეციფიკა ჯანდაცვის სისტემაში
- სამედიცინო ბაზრის დაგეგმვა და რეგულირება
- ფასი და ფასწარმოქმნა ჯანდაცვის სისტემაში
- ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მოდელები
- სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მეთოდები
- ტელემედიცინა
-
კურსის წარდგენა
-
2 ლექცია
-
7 ლექცია
-
შეჯამება