Academica.ge და ფიტნეს ინსტრუქტორი საბა ბურაშვილი წარმოგიდგენთ პრაქტიკულ კურსს M ფიტნესის დარბაზიდან.
პრაქტიკული კურსი სპორტ დარბაზიდან განკუთვნილია როგორც დამწყები ადამიანებისთვის, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ საკუთარი შესაძლებლობები პირველად გამოსცადონ ფიტნესის სფეროში, ასევე, გამოცდილი სპორტსმენებისთვის.
კურსის განმავლობაში თქვენ ისწავლით ყველა იმ ძირითადი სატრენაჟორო მოწყობილობის გამოყენებას, რომელიც სპორტდარბაზში მისულს შეიძლება დაგხვდეთ.
გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს თქვენი სხეული, როგორ რეაგირებს სხვადასხვა სიმძლავრის დატვირთვებზე და როგორ შეუძლია ადაპტირდეს ყოველი ვარჯიშის შემდგომ.
ისწავლით, თუ როგორ მოარგოთ თითოეული ტრენაჟორი თქვენს ინდივიდუალურ შესაძლებლობებს და სხეულის პარამეტრებს.
მიიღებთ ინფორმაციას გოგოსა და ბიჭის ვარჯიშის თავისებურებებისა და სპეციფიკური მახასიათებლების შესახებ.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ვიდეოლექციების დახმარებით თქვენ შეძლებთ გახდეთ საკუთარი თავის ფიტნეს ინსტრუქტორი და მიიღოთ სასურველი შედეგი დამოუკიდებლად.
- კუნთების კლასიფიკაცია
- მკერდის კუნთების ანატომია
- ზურგის კუნთების ანატომია
- კვადრიცეფსის კუნთის ანატომია
- საჯდომისა და ბარძაყის უკანა ზედაპირის ანატომია
- დელტისებრი კუნთების ანატომია
- ბიცეფსისა და ტრიცეფსის
კუნთები
- პრესი, წვივისა და წინამხრის
კუნთები
- როგორ შევასრულოთ კარდიო
ვარჯიშები სწორად
- ტაბატა და წრიული ვარჯიშები
- როგორ ვივარჯიშოთ ძალის
მომატებაზე
-
შესავალი
-
ნაწილი 1: მკერდის კუნთების ვარჯიში
-
ნაწილი 3: კვადრიცეფსის, ბარძაყის კუნთის ვარჯიში
-
ნაწილი 4: საჯდომის კუნთები და ბარძაყის უკანა ზედაპირი
-
ნაწილი 5: საშუალო ზომის კუნთები: დელტისებრი კუნთი (მხრის კუნთი)
-
ნაწილი 6: საშუალო ზომის კუნთები: ბიცეფსი, ტრიცეფსი
-
ნაწილი 7: პატარა ზომის კუნთები: წინამხარი, პრესი, წვივები
-
ნაწილი 8: კარდიო ვაჯიშები
-
ნაწილი 9: ტაბატა, წრიული ვარჯიშები
-
ნაწილი 10: ძალის მომატება
-
შეჯამება