Academica.ge წარმოგიდგენთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსს. კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დაეუფლოს ახალ და მოთხოვნად პროფესიას მონაცემთა დაცვის სფეროში.
კურსის ფარგლებში:
- გაეცნობით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოს
- შეისწავლით მონაცემთა დამუშავების პრინციპებს, სამართლებრივ საფუძვლებსა და სუბიექტის უფლებებს
- დაეუფლებით ვიდეო და აუდიო მონიტორინგის, ასევე პირდაპირი მარკეტინგის რეგულაციებს
- გაიგებთ, როგორ უნდა განხორციელდეს მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება და რისკების ანალიზი
- ისწავლით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის როლს, ფუნქციებსა და ანგარიშვალდებულებებს
- პრაქტიკულად დაეუფლებით მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებსა და ინციდენტებზე რეაგირების წესებს
1.ვინ არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო;
2. კანონმდებლობა:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიზანი;
- კანონის მოქმედების სფერო;
- განმარტებები;
3. პერსონალური მონაცემების დამუშავება
- კანონიერება, სამართლიანობა და გამჭვირვალობა;
- კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნები;
- აუცილებლობა და თანაზომიერება;
- სიზუსტე;
- შენახვასთან დაკავშირებული შეზღუდვა;
- უსაფრთხოება;
- მიზნის შეზღუდვა (გამონაკლისები).
4. მონაცემთა დამუშავებაში ჩართული პირები
5. კანონის მოქმედების სფერო
6. Case studies: მაგალითები
7. მინიმიზაციის პრინციპი
8. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება
9. მონაცემთა დამუშავების საფუძვლები:
- თანხმობაზე დაფუძნებული დამუშავება;
- დამუშავება, რომელსაც მოითხოვს:
- სახელშეკრულებო ვალდებულება;
- კანონით გათვალისწინებული მოვალეობა;
- მონაცემთა სუბიექტის ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დაცვა (მაგ., პანდემია);
- მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი (მაგ., დანაშაულის თავიდან აცილებისთვის).
- საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების დამუშავება;
- საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დამუშავება;
10. სპეციალური მუხლები
11. დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ვალდებულებები:
- ყოვლისმომცველი ვალდებულება მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვის შესახებ;
- მონაცემთა სუბიექტების ინფორმირება მონაცემთა დამუშავების შესახებ:
- როდესაც მონაცემების შეგროვება უშუალოდ მისგან ხდება;
- როდესაც მონაცემების შეგროვება უშუალოდ მისგან არ ხდება;
- მონაცემთა სუბიექტის თანხმობის მიღების პროცესში
- მონაცემების მეტად დაფარვის პრიორიტეტად განსაზღვრის ვალდებულება ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნისას;
- სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების მიღების ვალდებულება, რომლებიც:
- უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას კანონის შესაბამისად, მათ დაცვას დაკარგვისგან, უკანონო დამუშავებისგან, მათ შორის, განადგურებისგან, წაშლისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან ან გამოყენებისგან.
- მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის ვალდებულება;
- ინციდენტის (განსაზღვრული სახის) შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის და მონაცემთა სუბიექტისთვის შეტყობინების ვალდებულება;
- მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასებათა განხორციელების ვალდებულება;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება;
- სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ან განსაზღვრის ვალდებულება;
- როდესაც მონაცემთა დამუშავებაში ჩართულია თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის სახელით — თითოეული ასეთი პირის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის წინასწარ წერილობით განსაზღვრის ვალდებულება;
- ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება ორგანიზაციის ურთიერთობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან.
12. მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი
13. სუბიექტის თანხმობა
14. მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა:
- მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის კანონიერი გადაცემა;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ განსაზღვრული მონაცემთა დაცვის 7 სათანადო გარანტიების მქონე სახელმწიფოები და ორგანიზაციები.
15. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ძირითადი უფლება-მოვალეობები:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების მონიტორინგი საქართველოში;
- კონსულტაციების გაცემა მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ;
- მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების (მონაცემთა სუბიექტებისგან) განხილვა ;
- მონაცემთა დამუშავების კანონიერებას შემოწმება;
- მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.
16. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, პასუხისმგებლობა და საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოყენებული ღონისძიებები:
- კანონის დარღვევისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შეუძლია:
- დაავალოს დარღვევ(ებ)ის გამოსწორება;
- დაავალოს მონაცემთა დამუშავების შეჩერება ;
- დაავალოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა;
- დაავალოს მონაცემთა სხვა სახელმწიფოსთვის და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემის შეწყვეტა;
- გასცეს წერილობითი რჩევები და რეკომენდაციები;
- დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობა გამომდინარეობს სამართალდარღვევის თავისებურებიდან
-
კურსის წარდგენა
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსი
- 1. ვინ არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
- 2. კანონმდებლობა
- 3. პერსონალური მონაცემების დამუშავება
- 4. მონაცემთა დამუშავებაში ჩართული პირები
- 5. კანონის მოქმედების სფერო
- 6. Case studies: მაგალითები
- 7. მინიმიზაციის პრინციპი
- 8. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების
- 9. მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
- 10. სპეციალური მუხლები
- 11. დამშავებაზე პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები
- 12. მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი
- 13. სუბიექტის თანხმობა
- 14. მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა
- 15. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
- 16. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და სახდელები