საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებლი კურსი.
კურსი განკუთვნილია საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებლად და მოიცავს ყველა აუცილებელ კომპონენტს:
- რაოდენობრივ მსჯელობას
- ლოგიკურ მსჯელობას
- წაკითხულის გააზრებასა
- ანალიტიკურ წერას.
კურსი აერთიანებს თეორიულ მასალას, პრაქტიკულ ტესტებს, იმიტირებულ გამოცდებსა და შეფასების კრიტერიუმებს, რაც უზრუნველყოფს გამოცდის რეალურ ფორმატთან მაქსიმალურ დაახლოებას.
კურსის მიზანია სტუდენტებმა სრულყოფილად აითვისონ საჭირო უნარ-ჩვევები და გაიზარდოს მათი ჩაბარების შანსი.
თემა1. „საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ ინფორმაცია, ნაწილი 1“
ვიდეო ლექციაში განხილულია სამაგისტრო გამოცდების ფუნქცია, ფორმატი, სტრუქტურა, ჩატარების პერიდი, ხანგრძლივობა, გამახვილებულია ყურადღება მნიშვნელოვან დეტალებზე და რჩევის სახით წარმოდგენილია რეკომენდაციები.
თემა 2. „საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ ინფორმაცია, ნაწილი 2“
ვიდეო ლექციაში მიმოხილულია საერთო სამაგისტრო გამოცდების შეფასების სისტემა, კრიტერიუმები, ჩარიცხვის პრინციპები. პირველი ვიდეო ლექციის მსგავსად, აღნიშნული ლექციის მიზანია სტუდენტის ინფორმირებულობა სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში და მისთვის ზოგადი რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემა.
თემა 3. „რა უნდა გავითვალისწინოთ საგრანტო კონკურსის შესახებ?“
ვიდეო ლექციაში განხილულია სამაგისტრო გამოცდებზე საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია, კერძოდ აბსოლუტური გრანტის გამოთვლის წესები, ბოლო წლების კონკურენცია სამაგისტრო პროგრამების მიხედვით, ასევე ინტეგრირებულია რჩევები/რეკომენდაციები
თემა 4. „რაოდენობრივი მსჯელობის თეორიული განხილვა“
ვიდეო ლექცია ეხება სამაგისტრო გამოცდების პროგრამაში შესული მათემატიკური ფორმულების ანალიზს და მიზნად ისახავს მათემატიკური კუთხით, სამაგისტრო გამოცდებისთვის საჭირო თეორიული ცოდნის გაღრმავებას.
თემა 5. „რაოდენობრივი მსჯელობა - გამოცდაზე გამოყენებული ტესტების განხილვა“ ვიდეო ლექციაში მოცემულია ბოლო წელს (2024) სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული რაოდანობრივი მსჯელობის ტესტები, თავისი განხილვით, ანალიზითა და ამოხსნის მეთოდებით
თემა 6. „ლოგიკური ნაწილის თეორიული განხილვა“
ვიდეო ლექცია ეხება ლოგიკის თეორიებს, პრინციპებს და წესებს, რისი ცოდნაც საჭიროა სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელ ეტაპზე. ლექცია მიზნად ისახავს სტუდენტის თეორიული ცოდნის გარღმავებას ლოგიკის მიმართულებით
თემა 7. „ლოგიკური მსჯელობა - გამოცდაზე გამოყენებული ტესტების მიმოხილვა
ვიდეო ლექცია მიმოიხილავს ბოლო წელს (2024) საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ლოგიკური მსჯელობის ნაწილში გამოყენებული ტესტების მიმოხილვას, ანალიზს, ახსნის მეთოდებსა და რეკომენდაციებს. ლექცია მიზნად ისახავს, წინა ლექციაზე მიღებული თეორიული ცოდნის სრულყოფას პრაქტიკულ ამოცანებში.
თემა 8. „წაკითხულის გააზრების ნაწილი“
ვიდეო ლექცია უკავშირდება სამაგისტრო გამოცდების ერთ-ერთ ნაწილს, წაკითხულის გააზრებას. ლექციაში მოცემულია რჩევები, ტესტების შესრულების ტექნიკები, მეთოდები და განხილულია სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული (2024) ტექსტები. მოცემულია სამივე ტექსტის ანალიზი და ამოხსნის პრინციპები.
თემა 9. „ანალიტიკური წერა - მსჯელობის ანალიზი “
ვიდეო ლექცია ეხება საერთო სამაგისტრო გამოცდების ერთ-ერთ ნაწილს, ანალიტიკურ წერას, კერძოდ კი დავალებას სახელწოდებით „მსჯელობის ანალიზი“. ლექცია მოიცავს შეფასების კრიტერიუმების განხილვას, ასევე ინტეგრირებულია ნაშრომი და მისი ანალიზი, მოცემულია კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები.
თემა 10. „ანალიტიკური წერა - თემა მოცემულ საკითხზე“
ვიდეო ლექცია ეხება საერთო სამაგისტრო გამოცდების ერთ-ერთ ნაწილს, ანალიტიკურ წერას, კერძოდ კი დავალებას სახელწოდებით „მსჯელობის ანალიზი“ ლექცია მოიცავს შეფასების კრიტერიუმების განხილვას, ასევე ინტეგრირებულია
უმაღლესი ქულით შეფასებული ნაშრომი და მისი ანალიზი, მოცემულია კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები.
-
სასწავლო მასალები
- 1. ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ, ნაწილი 1
- 2. ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ, ნაწილი 2
- 3. რა უნდა ვიცოდეთ საგრანტო კონკურსის შესახებ
- 4. მათემატიკური ნაწილის თეორიული მიმოხილვა
- 5. რაოდენობრივი მსჯელობის ტესტების განხილვა
- 6. ლოგიკური ნაწილის თეორიული მიმოხილვა
- 7. ლოგიკური მსჯელობის ტესტების განხილვა
- 8. წაკითხულის გააზრება, ტექსტების განხილვა
- 9. მსჯელობის ანალიზი
- 10. თემა მოცემულ საკითხზე
-
იმიტირებული გამოცდა: I ვარიანტი
I ვარიანტი
-
იმიტირებული გამოცდა: II ვარიანტი
II ვარიანტი
-
სამაგისტრო უნარები: კურსის წარდგენა
-
1 ლექცია
-
3 ლექცია
-
5 ლექცია: რაოდენობრივი მსჯელობა
-
9 ლექცია
-
10 ლექცია