Warning: unlink(/home/admin/domains/excel.ge/storage/cache/cache.catalog.language.1732178725): No such file or directory in /home/admin/domains/excel.ge/public_html/system/library/cache/file.php on line 68 ილუსტრატორი Adobe Illustrator

ილუსტრატორი Adobe Illustrator

აკადემიკა.ჯი წარმოგიდგენთ Adobe Illustrator-ის კურსს დამწყებთათვის.

ვისთვის არის კურსი:

  • მათთვის, ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს გრაფიკული დიზაინი Adobe Illustrator-ის გამოყენებით

  • მათთვის, ვინც იცის Illustrator-ის საბაზისო მახასიათებლები და უნდა უკეთ იცოდეს ილუსტრატორთან მუშაობა

  • მათთვის ვინც თავისით ისწავლა ილუსტრატორი და სურს ცოდნის გაღრმავება, შევსება და პრაქტიკული მაგალითების გაკეთება.

 

მოთხოვნები:

  • კომპიუტერის გამოყენების საბაზისო უნარები

  • სასურველია გქონდეთ Illustrator-ის პროგრამა, ან შეძლოთ მისი დაყენება კომპიუტერში

 

რას გთავაზობთ:

  • კვალიფიციურ ტრენერებს, რომლებსაც აქვთ Illustrator-ის პრაქტიკული გამოყენების მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

  • 4 საათზე მეტ ვიდეო ლექციებს, რომელთა ნახვასაც შეძლებთ ნებისმიერ დროს შეუზღუდავად.

  • პრაქტიკულ სავარჯიშო ფაილებს, რომელზეც კურსის განმავლობაში იმუშავებთ.

  • დახურულ FACEBOOK ჯგუფს სადაც უშუალოდ ტრენერისგან მიიღებთ კითხვებზე პასუხებს (www.facebook.com/groups/photoshoponedge/)

  • სერტიფიკატს, რომლის ასაღებადაც უნდა დაწეროთ დავალებები და ფინალური ამოცანა.

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს კურსი, რომელსაც ერთხელ შეიძენთ, მუდმივად თქვენს განკარგულებაშია. შეგიძლიათ მომავალში მოუბრუნდეთ მასალებს და აღიდგინოთ ან გადაიმეოროთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.


  • როგორ შევქმნათ ახალი დოკუმენტი
  • რა არის ვექტორული გამოსახულება
  • არტბორდისა და ლეიერების მუშაობის პრინციპი
  • ინტერფეისის შემადგენელი ნაწილები და ძირითადი ხელსაწყოები
  • კონტროლ პანელის ძირითადი ფუნქციები და კომფორტული სამუშაო გარემოს მოწყობა
  • მარტივი ფორმების შესაქმნელი ხელსაწყოები
  • კვადრატისგან სხვა ფორმების შექმნა
  • ობიექტების შრეებზე გადაადგილება
  • Eyedropper ხელსაწყო
  • Pathfinder პალიტრის გამოყენება
  • Shape builder ხელსაწყო, მისი მუშაობის პრინციპი და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობები
  • ფერთა გრადაციის ტიპები და Gradient ხელსაწყო
  • ფერები ილუსტრატორში, Swatch და Global Swatches ფუნქციები
  • პალიტრა - Appearance და მისი მუშაობის პრინციპი.
  • Pen ხელსაწყოს მთავარი მახასიათებლები მახასიათებლები და მუშაობის პრინციპი
  • Curvature და Reshape ხელსაწყოების მახასიათებლები მუშაობის პრინციპი
  • ძირითადი ხელსაწყოები: Pencil, Paint brush, Blob brush, Paint bucket  ხელსაწყოები.
  • დავალებები

    სერტიფიკატის მისაღებად უნდა შეასრულოთ დავალებები და ატვირთოთ მოცემულ ლინკზე. დროში შეზღუდული არ ხართ. მას შემდეგ, რაც შეასრულებთ ყველა დავალებას უნდა მოგვწეროთ info@academica.ge-ზე, რომ მზად ხართ ფინალური დავალების შესასრულებლად. ფინალურ დავალებას მეილზევე მიიღებთ თქვენთვის სასურველ დროს.

350.00 ₾ 39.00 ₾