დასაქმება


სოციალური მედიის მენეჯერი კომპანია

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის პასუხისმგებლობაში შედის:

** საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება;
** კონტენტის შექმნა და ვიზუალური მიმართულების შემუშავება დიზაინერთან ერთად;
** ციფრული კამპანიების და რეკლამების შექმნა, მონიტორინგი და ბიუჯეტირება;
** ციფრული არხების მართვა: Facebook, Instagram; Youtube;
** რეპორტინგი
** ახალი ტრენდების მოძიება და დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოციალური მედია მენეჯერობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სოციალური მედია არხების მართვის გამოცდილება: Facebook, Instagram;
** FB Ads Manager-ის საშუალო ან მაღალ დონეზე ცოდნა; Google Ads და სხვა ციფრული არხების/ხელსაწყოების გამოყენება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** განვითარებისა და ინოვატორობის წყურვილი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო მეილზე: jobs@mongo.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სოციალური მედიის მენეჯერი".