დასაქმება


მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია

სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

სამუშაოს ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები:

** მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;
** სისტემების მონიტორინგი და ინციდენტებზე რეაგირება;
** სისტემების დოკუმენტირება, რეგულარული პროცედურების გატარება;
** დადგენილი კორპორატიული სტანდარტების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიაში მიმდინარე პროექტებში ჩართულობა;
** საჭიროების შემთხვევაში არასამუშაო საათებში მუშაობის შესაძლებლობა.

სასურველი განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
** SQL-ის საბაზისო ცოდნა;
** მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (Oracle, MS SQL, PostgreSQL, MySQL);
** Linux-ის ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი კომპეტენციები და უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვის და ანალიზის უნარი;
** პრობლემების აღმოჩენის და მათი დროულად გადაჭრის უნარი;
** სხვადასხვა ტიპის დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ufc.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.