დასაქმება


SQL სერვერის მონაცემთა ბაზების უფროსი ადმინისტრატორი პროკრედიტ ბანკი

"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას SQL სერვერის მონაცემთა ბაზების უფროსი ადმინისტრატორის პოზიციაზე.

"პროკრედიტ ბანკი: მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

პროკრედიტ ბანკ საქართველოს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.

მოვალეობები:

თანამშრომლის ძირითად მოვალეობას შეადგენს ბანკში არსებული და ახალი აპლიკაციების ტექნიკურ დონეზე აწყობა, კონფიგურაცია და lvl 3 მხარდაჭერა, რაც გულისხმობს:

** საბანკო პროდუქტების სერვისების, აპლიკაციების აწყობა/გამართვა (სატესტო და რეალურ გარემოში), კონფიგურირება, განახლებების დაყენება, ტექნიკური მხარდაჭერა, მონიტორინგი (საჭიროების შემთხვევაში გარე software development კომპანიასთან კომუნიკაციით).
** აპლიკაციაში აღმოჩენილი ტექნიკური ბაგების და შეცდომების გასწორება (საჭიროების შემთხვევაში გარე software development კომპანიასთან კომუნიკაციით)

ზემოაღნიშნულის გარდა მონაცემთა ბაზების სხვა ადმინისტრატორებთან ერთად განახორციელებს DBA სტანდარტულ მოვალეობებს როგორებიცაა:

** მონაცემთა ბაზების მენეჯირება, კონფიგურირება
** მონაცემთა ბაზების მონიტორინგი (health and performance)
** მონაცემთა ბაზების უსაფრთხოების დაგეგმვა, ორგანიზება და უზრუნველყოფა
** მონაცემების უსაფრთხოების და ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა პასუხისმგებლობის ფარგლებში;
** მონაცემების სათადარიგო ასლების პოლიტიკის დანერგვა მონაცემთა ბაზების დონეზე;
** მონაცემთა ბაზების მხარდაჭერა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** სასურველია აპლიკაციების კონფიგურირების, აწყობისა და მხარდაჭერის 2 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება
** სასურველია მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების 2 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება
** Microsoft ტექნოლოგიებთან მუშაობს გამოცდილება (MSSQL server 2012/14/16)
** T-SQL-ის ცოდნა
** SQL server 2012 (always-on, cluster, mirroring, logshiping) ტექნოლოგიების ცოდნა
** SQL server 2012 (backup, restore, data recovery) ცოდნა
** SQL server 2012 (performance tuning and optimization) ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი
** სამუშაოს დროის და ტასკების შესრულების რიგითობის ოპტიმალური დაგეგმვა

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით
"Senior SQL Server Administrator" შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geo.it.recruiting@procredit-group.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი 2022 წელი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com