დასაქმება


გაყიდვების ბაზის ოპერატორი MS ჯგუფი

კომპანია "MS Group" სამზარეულოს ჭურჭლისა და ტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია წარმატებით თანამშრომლობს როგორც კორპორატიულ კლიენტებთან, ასევე Horeca-ს ინდუსტრიასთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით უზრუნველვყოთ.

კომპანია "MS Group" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ბაზის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი, ვარკეთილი, კალოუბნის ქუჩა №7
სამუშაოს განაკვეთი: სრული, 09:00 - 18:00. (შაბათი/კვირა დასვენება)

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მათი პროგრამულად დამუშავება
** დილერებთან კომუნიკაცია და მოწოდებული შეკვეთების სრულყოფილად შესრულება
** შეკვეთების მიწოდების ყოველდღიური განრიგის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი
** ლოჯისტიკისა და საწყობის დეპარტამენტთან მუდმივი კომუნიკაცია
** უკან დასაბრუნებელი ასორტიმენტის საბუთების მომზადება და პროგრამაში გატარება
** პროგრამულ ინვენტარიზაციაში და სალიკვიდაციო ასორტიმენტის რეალიზაციაში მონაწილეობა
** გაყიდვების დეპარტამენტთან, ბუღალტერიასთან და ბაზის ადმინისტრატორთან კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook)
** APEX პროგრამაში მუშაობა და გამოცდილება
** მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სასურველია უცხო ენის (რუსული ან/და ინგლისური) ენის ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@ms-group.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!