დასაქმება


IT მხარდაჭერის ინჟინერი მინიმარტს

სადისტრიბუციო კომპანია "მინიმარტს" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის ინჟინრის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, "ჰუალინგი ზღვის პლაზა"
განაკვეთი: სრული

მოვალეობები:

** საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ხარვეზებზე დროული რეაგირება,
** ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
** კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია,
** გამართვა;
** სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია;
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული
** სამუშაოების შესრულება.

ზოგადი მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების
** მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - არანაკლები ერთი წელი;
** Microsoft Windows ოპერაციული სისტემების ცოდნა;
** Microsoft ActiveDirectory, Exchange, Office მუშაობის გამოცდილება;
** ზოგადი IP ქსელების ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@minimarts.ge წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ გასაუბრებაზე.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მინიმარტს"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
შპს "მინიმარტს" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.