დასაქმება


უმცროსი დეველოპერი თიბისი დაზღვევა

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი დეველოპერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში ხარვეზის მიზეზების დიაგნოსტირება
** არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში ხარვეზების გამოსწორების უზრუნველყოფა
** ახალდანერგილ პროგრამულ უზრუნველყოფაში ხარვეზის მიზეზების დიაგნოსტირება
** ახალდანერგილ პროგრამულ უზრუნველყოფაში ხარვეზების გამოსწორების უზრუნველყოფა
** მონაწილეობის მიღება პროგრამის ტექნიკური დიზაინის შექმნასა და ფუნქციურ და ტექნიკურ ანალიზში
** Web API, MVC აპლიკაციების მხარდაჭერა, ახალი ფუნქციონალის დამატება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
** 1 წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით - სასურველია .NET პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება (C#, ASP.NET MVC, ASP.NET WebApi);
** სასურველია გამოცდილება WEB დეველოპმენტში (ASP.NET, JavaScript, )
** MS SQL ან/და Oracle ან/და Postgre SQL-თან მუშაობის გამოცდილება
** ASP.NET, JavaScript, პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "უმცროსი დეველოპერი"

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი: 032 2 242 22 22 *313;
ელ. ფოსტა: incident_compliance@tbcinsurance.ge

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.