დასაქმება


მარკეტინგის მენეჯერი Automan.ge

"Automan" არის პირველი ქართული ონლაინ პლატფორმა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა დილერის ავტონაწილების მისამართზე მიტანას.

ამბიციური გეგმებისა და მიზნების შესასრულებლად ვეძებთ მიზანდასახულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელსაც სურს წვლილი შეიტანოს წარმატებული ქართული ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმის განვითარებაში. ჩვენ კი გპირდებით მხიარულ, განვითარებაზე ორიენტირებულ და ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესს.

"ავტომენი" ონლაინ სივრცეში წარმოდგენილია შემდეგ მისამართზე https://automan.ge

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდის განვითარების დაგეგმვა და განხორციელება;
** კონკურენტი კომპანიების ანალიზი, მარკეტინგული სტრატეგიის მომზადება;
** გაყიდვების სტიმულირება, მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, სააქციო პროექტების მომზადება;
** გაყიდვების მენეჯერების უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;
** ბრენდის პოზიციონირებისა და სტრატეგიის შემუშავება სოციალურ ქსელებში;
** ბაზრის ანალიზი, საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
** ტექნიკურ ჯგუფთან ურთიერთობა, ახალი ფუნქციების მუდმივად შესწავლა, მოთხოვნა - დანერგვის ციკლის სრული კონტროლი;
** SEO ოპტიმიზაციის და საძიებო სისტემებთან ინტეგრაციის მონიტორინგი;
** მომხმარებლის ქცევის ანალიზი Google Analytics - ის გამოყენებით;
** შედეგების ანალიზი და ანგარიშის მომზადება Excel, PowerPoint ფორმატებში, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარეთ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ელ. კომერციის მუშაობის ცოდნა და გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
** თითოეული დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** სასაწყობე სისტემებთან და ინფრასტრუქტურასთან მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** მიზანდასახული;
** რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილებისა და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი;
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** ანაზღაურება: შეთანხმებით;

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ ახალგაზრდა გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: Hr@automan.ge

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ შპს "ავტომენმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ავტომენის" მონაცემთა ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!