დასაქმება


მონაცემთა ბაზების უფროსი ადმინისტრატორი კრედო ბანკი

"კრედო ბანკი" 25 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 80 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კანდიდატს ვთავაზობთ:

** სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
** კორპორატიულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

თანამდებობა: მონაცემთა ბაზების უფროსი ადმინისტრატორი
სამუშაო ადგილი: თბილისი, თაბუკაშვილის 27

პოზიციის მიზანი:

მონაცემთა ბაზების უფროსი ადმინისტრატორი პასუხისმგებელია კრედო ბანკში არსებული მონაცემთა ბაზების დაგეგმარებაზე, ადმინისტრირებაზე და მხარდაჭერაზე ცენტრალურ და სარეზერვო მონაცემთა სანახ ცენტრებში.

ძირითადი პასუხისმგებლობები და მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;
** პოლიტიკების შემუშავება, მონაცემთა ბაზის მართვის (და ბაზის მომხმარებლების მართვის) ჩარჩოს შემუშავება მართვა;
** უსაფრთხოების ნორმების ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილებასთან ერთად დამუშავება და დანერგვა;
** მონაცემთა ბაზების განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება;
** მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
** მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შედგენა, ოპტიმიზაცია და მოდიფიკაცია;
** განაწილებული მაღალმდგრადი სისტემების ადმინისტრირება;
** მონაცემთა ბაზების განახლებებისა და დამატებითი მოდულების ინსტალაცია/გამართვა;
** მონაცემთა ბაზების მომხმარებლებისა და უფლებების განაწილება, როლების მართვა;
** ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესწავლა/დანერგვა;
** მონიტორინგზე ასაყვანად საჭირო სერვისების აღწერა და სისტემურ ადმინისტრატორებზე მიწოდება;
** მონაცემთა ბაზების წარმადობის მონიტორინგი/პრობლემების დადგენა;
** მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლების და არქივების შექმნა;
** ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების პოლიტიკების დაცვის უზრუნველყოფა;
** შექმნილ ინციდენტებზე, პრობლემებზე და ახალ დავალებებზე რეაგირება.
** პროფილაქტიკური და პრევენციული სამუშაოების ჩატარება;
** შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება;
** ბანკის ხელმძღვანელობის, უშუალო ხელმძღვანელების დავალებების დროული შესრულება;

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** ბაკალავრის ხარისხი IT/MIS ან სხვა ტექნიკურ მეცნიერებაში;
** საბანკო საქმის IT/MIS რეგულაციებისა და პოლიტიკების ცოდნა;
** ოპერაციული სისტემების მუშაობის ზოგადი ცოდნა, ასევე რელაციური მონაცემთა ბაზის და პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების ცოდნა;
** Windows Server 2016/2019 მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია MS SQL Server 2012/2016/2019 მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია My SQL, Oracle, PostgreSQL მუშაობის გამოცდილება;
** T-SQL თან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რომელიმე ბექაფირების გადაწყვეტილებასთან (Veeam, BackupExec) მუშაობის გამოცდილება;
** ქსელერი ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა;
** ინგლისურ და ქართულ ენებზე ეფექტური ზეპირი და წერითი მეტყველების უნარი;
** დინამიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** მკაცრი კომერციული ვადების დაცვით მუშაობის შესაძლებლობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარები;
** კარგი ორგანიზაციული უნარები;
** როგორც გუნდურად ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მონაცემთა ბაზების უფროსი ადმინისტრატორი".

ვაკანსიის დედლაინია: 7 ივლისი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი