დასაქმება


Back-end დეველოპერი პროკრედიტ ბანკი

"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას Back-end დეველოპერის პოზიციაზე

"პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

"პროკრედიტ ბანკ საქართველოს" საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.

Back-end Developer ვაკანსიის შესახებ:

მოვალეობები:

** C#-ის ენაზე სუფთა კოდის წერა
** SQL query-ების წერა (პროცედურების, ფუნქციების, ტრიგერების ...)
** არქიტექტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება
** პროექტის გამართვა, დაბინდვა და მოვლა.
** Third-party API-ს ინტეგრაცია
** Web Server-ებთან მუშაობა (IIS, Apache)
** გუნდთან ერთად მუშაობა, რომელიც შედგება სხვა დეველოპერებისგან, ტესტერებისგან და პროექტ მენეჯერისგან
** დიდ და რთულ სისტემებთან მუშაობის უნარი

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში
** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MS SQL, My SQL, TSQL)
** .NET Framework (Web Forms, MVC, WebAPI, WCF, WPF)-თან მუშაობის გამოცდილება
** ვებ პროგრამირების ძირითადი კომპონენტების ცოდნა
** Source კონტროლებთან მუშაობის გამოცდილება (Git, TFS)
** REST/SOAP სერვისების ინტეგრაციის ცოდნა
** ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების სიღრმისეული ცოდნა
** ალგორითმების წერის გამოცდილება
** ძირითადი დიზაინ პატერნების ცოდნა
** .NET Core - თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატებისთვის, სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით (Junior, Middle, Senior).

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით"Back-end Developer" შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geo.it.recruiting@procredit-group.com.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 ივლისი, 2022 წელი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22; geo.info@procredit-group.com