დასაქმება


UI / UX დიზაინერი ფეი უნიქარდი

საგადახდო სისტემა "ფეი უნიქარდი" აცხადებს ვაკანსიას UI / UX დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** UNICARD ჯგუფის პროდუქტების (მობილური აპლიკაციების და ვებგვერდების) დიზაინის შექმნა/კორექტირება
** მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნების განსაზღვრა
** Wireframe-ების და პროტოტიპების მომზადება
** კომპანიის გუნდთან მუდმივი კომუნიკაცია და დიზაინ სისტემის სრულყოფაში მონაწილეობა
** ანალიტიკური ინსტრუმენტების საშუალებით მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვება
** მიღებული ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება
** სხვადასხვა მარკეტინგული არხებისთვის დიზაინების მომზადებაში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** UI/UX-ის პრინციპების ცოდნა
** გრაფიკული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა - Figma, Photoshop, Illustrator (3D-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** მობილური აპლიკაციების და ვებგვერდების დიზაინზე მუშაობის გამოცდილება
** კრეატიულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, შემოქმედებითი ხედვა
** ანალიტიკური აზროვნება
** ინგლისური ენის ცოდნა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სამუშაო გრაფიკი - სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე და პორტფოლიო (რომელიც წარმოაჩენს თქვენს ცოდნას და გამოცდილებას UI/UX-ის მიმართულებით) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@unicard.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "UI/UX დიზაინერი".

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს https://www.payunicard.ge გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი - კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/მონაცემები არის უტყუარი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "ფეი უნიქარდი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან.

შპს "ფეი უნიქარდი" - ს კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.