დასაქმება


მთავარი ბუღალტერი კარდანახი 1888

შ.პ.ს "კარდანახი 1888" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

მდებარეობა: კარდანახი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

სამსახურებრივი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** საბუღალტრო/პირველადი დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** ხელფასის უწყისის წარმოება;
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი;
** საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი. ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და შედეგების ანალიზი;
** კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალზე (rs.ge) მუშაობა - პირველადი დოკუმენტაციის გამოწერა /დადასტურება და კონტროლი;
** საპენსიო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 2-3 წლიანი გამოცდილება ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში;
** ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება და MS Excel-ის კარგად ცოდნა;
** Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ. მისამართზე: Info@kardanakhi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მთავარი ბუღალტერი.

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!