დასაქმება


სოციალური მედია მენეჯერი PineTree International

სადისტრიბუციო კომპანია "PineTree International" (Humana, Bahlsen, Komili და სხვა.) აცხადებს ვაკანსიებს სოციალური მედია მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგის მენეჯერის მითითების შესაბამისად კომპანიის პორტფელში შემავალი ბრენდების სოციალური ქსელის გვერდების მართვა: Facebook და Instagram არხებში;
** სოციალური მედიის არხებით განსახორციელებელი კამპანიების დაგეგმვა, შეთანხმება, განთავსება და აღსრულება;
** სოციალური მედიის კონტენტის შექმნა ბაზრის ინტერესებისა და ბრენდების სტრატეგიების გათვალისწინებით;
** სოციალური მედიის კონტენტის კალენდრის დაგეგმვა;
** კომპანიის სოციალურ ქსელებში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** კომპანიის სიახლეების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსება;
** სოციალურ მედია არხებში განთავსებული კონტენტის რეკლამირება სამიზნე აუდიტორიის, სარეკლამო ბიუჯეტისა და მიზნების გათვალისწინებით;
** რეკლამების კონტროლი და მონიტორინგი;
** დიზაინერთან აქტიური კომუნიკაცია და გვერდებისთვის ვიზუალების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** ყოველთვიური რეპორტინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე 1 (ერთი) წელზე მეტი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი მაღალ დონეზე;
** საქმის წარმოების საფუძვლების ცოდნა;
** კომპიუტერის/პლანშეტის თავდაჯერებული მომხმარებელი;
** მოწესრიგებული.

სამუშაო განაკვეთი სრული: 09:00-18:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: HR@pinetree.ge და საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.