დასაქმება


ფინანსისტი/ბუღალტერი CityPay.io

საერთაშორისო კომპანია "CityPay.io" ეძებს ფინანსისტ/ბუღალტერს.

"CityPay.io" არის რეგიონში პირველი ციფრული გადახდების პლატფორმა, რომელიც კომპანიებს კრიპტოვალუტით საერთაშორისო გადახდების მიღების შესაძლებლობას და შემდგომ მის ადგილობრივ ვალუტაში კონვერტაციას სთავაზობს.

პასუხისმგებლობები:

** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა და კონტროლი;
** ყველა ოპერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება, გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება და შესაბამის უწყებაში წარდგენა;
** საჭიროების შემთხვევაში ფინანსური უწყისებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
** კომპანიის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება და მათი მინიმიზაცია;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობები, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
** დროული და სწორი ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება;
** კომპანიის ფინანსური მონაცემების ანალიზი და პროგნოზირება;
** კომპანიის ფინანსური ხარჯების ანალიზი და სამომავლო ხარჯების პროგნოზირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური ანგარიშგების და ბუღალტრული აღრიცხვების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** კრიპტო პროექტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: contact@citypay.io და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.