დასაქმება


IT ბიზნეს ანალიტიკოსი ჯიპიაი ჰოლდინგი

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** IT პროექტში მონაწილე მხარეებისგან მოთხოვნების შეგროვება, დოკუმენტების ანალიზის, ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით;
** ბიზნეს მოთხოვნის-ამოცანის დამუშავება, ტექნიკური დავალების ჩამოყალიბება (Scope-ისა და ტექნიკური დავალების დოკუმენტის დაწერა) IT დეველოპერებისთვის, მათ შორის: პროცესების დიზაინის შემუშვება, ბიზნეს პროცესების დიაგრამების შექმნა, მომხმარებლის ინტერფეისის დატალურად აღწერილობის შექმნა, ფუნქციური სპეციფიკების შეთანხმება;
** სატესტო დავალებების (Test Cases) შედგენა; შესრულებული სამუშაოს ტესტირების პროცესის მონიტორინგი;
** IT პროექტის შესრულების ოპტიმალური გეგმის შემუშავება; პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი; პროექტის ვადაში დასრულების უზრუნველყოფა
** პროექტში დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** პროექტთან დაკავშირებული რისკებისა და შედეგების შეფასება, სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
** პროგრამის დანერგვის შემდგომ მხარდაჭერის უზრუნველყოფა პრობლემების იდენტიფიცირებისა და გაანალიზების გზით;
** პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება:
** პერიოდული რეპორტების და ანგარიშის მომზადება;
** ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციასა და ოპტიმიზაციაზე მუშაობა;

მოთხოვნები:

** IT ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება;
** ბიზნეს ანალიზისა და შესაბამისი მეთოდოლოგიების ცოდნა;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალური;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია Agile/Scrum მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge და გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (IT ბიზნეს ანალიტიკოსი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2022 წლის 19 აგვისტო. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/