დასაქმება


მთავარი ბუღალტრის მოადგილე ტოიოტა ცენტრი თეგეტა

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის მოადგილის პოზიციაზე ფინანსურ დეპარტამენტში.

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: toyota-tegeta.ge

მისამართი: თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** საბუღალტრო ნაშთების კონტროლი;
** საბუღალტრო გატარებებისთვის აუცილებელი პირველადი დოკუმენტაციის სტანდარტების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრი დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** კომპანიის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება და მათ მინიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;
** თვის/წლის დახურვის პროცესების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** საგადასახადო ხარჯების ოპტიმიზაციის მუდმივი ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
** საბუღალტრო სამსახურის მიზნების და მასში დანერგილი პროცესების პერიოდული კომპლექსური ანალიზი ოპტიმიზაციის და აქტუალიზაციის მიზნით;
** საგადასახადო და ფინანსური აუდიტის დროს, კომპანიის სახელით ურთიერთობის წარმართვა აღნიშნულ ორგანოებთან, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში და კომპანიის ინტერესების მაქსიმალური დაცვით;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საგადასახადო და ფინანსური აუდიტის წარმატებით გავლის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
** სასურველია SAP/ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები / უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/1710? და შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!