დასაქმება


DevOps ინჟინერი Logmind

ქართულ-შვეიცარული IT სტარტაპ კომპანია "Logmind" აცხადებს ვაკანსიას DevOps ინჟინრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სრულყოფილი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე;
** SaaS პლატფორმის ადმინისტრირების და მართვის პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ტექნიკური უნარები:

** Docker და Kubernetes ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა პრაქტიკული სამუშაო გამოცდილებით;
** Cloud პლატფორმების ადმინისტრირების გამოცდილება: Google Cloud, AWS, DigitalOcean;
** Big Data ტექნოლოგიების ცოდნა: Elasticsearch, Spark, Kafka, Hadoop;
** CI/CD ფაიფლაინების გამართვა, კონფიგურაცია და მონიტორინგი;
** ქსელის და ქსელური პროტოკოლების საფუძვლიანი ცოდნა: HTTP, DNS, SSL/TLS;
** Nginx-თან მუშაობის გამოცდილება;
** Python-ის საბაზისო ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები:

** კომპანიის დაფინანსებით IT სასერტიფიკატო პროგრამების გავლა და ტექნიკურ კონფერენციებზე დასწრების საშუალება;
** მეგობრული და პროფესიონალი გუნდი;
** ტექნიკური უნარების მუდმივად განვითარებისა და ახლის სწავლის შესაძლებლობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 42 საათი).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, თანდართული სარეკომენდაციო ან სამოტივაციო წერილებით, შემდეგ ელ-მისამართზე: jobs@logmind.com და გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.