დასაქმება


ინოვაციებისა და მეწარმეობის მარკეტინგის მენეჯერი Future Laboratory

UC Berkeley SCET-ის პარტნიორი, "Future Laboratory" და "საქართველოს უნივერსიტეტი" აცხადებენ ვაკანსიას ინოვაციებისა და მეწარმეობის მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

"Future Laboratory"-ისა და საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებული ინოვაციებისა და მეწარმეობის ინსტიტუტი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის, UC Berkeley-ის პარტნიორს და აღნიშნულ უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს სამაგისტრო პროგრამას.

ინოვაციების და მეწარმეობის ინსტიტუტის სტუდენტები 1 სტარტაპ სემესტრს ბერკლის უნივერსიტეტში გაივლიან.

მარკეტინგის მენეჯერი ჩართული იქნება ინსტიტუტისა და პროგრამის მარკეტინგული პროცესების დაგეგმარებისა და განხორციელების პროცესში, უზრუნველყოფს რეგიონულ მომხმარებლებში პროგრამის ცნობადობის ზრდას, წარმართავს შესაბამის მარკეტინგულ კამპანიებსა და აქტივობებს სტუდენტებისა და პარტნიორების მოსაზიდად, ასევე იქნება ჩართული სტარტაპ სააქსელერაციო პროგრამებსა და აქტივობებში.

ძირითადი ფუნქციები:

** ინოვაციებისა და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამის მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
** საქართველოს და რეგიონულ ჭრილში ინოვაციებისა და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამის ცნობადობის ზრდა;
** სამაგისტრო პროგრამაში სტუდენტების მოზიდვა;
** კორპორაციული პარტნიორების მოზიდვა საქართველოსა და რეგიონში;
** საერთაშორისო და ადგილობრივ მენტორებთან, ინვესტორებთან და სტარტაპებთან ურთიერთობა, მათი გაერთიანება მენტორულ და პარტნიორების ქსელში;
** სტარტაპ სააქსელერაციო პროცესის ორგანიზებასა და მართვაში მონაწილეობა;
** სტარტაპ ღონისძიებების დაგეგმვა;
** ღონისძიებებისათვის შესაბამისი აუდიტორიის მომზადება ტექნიკურად;
** ინფორმაციის გავრცელება ტარგეტირებულ აუდიტორიაზე;
** ახალი აქტივობის დაგეგმვა და გუნდისთვის გაცნობა;
** სოც. ქსელების (Facebook, Instagram, Linkedin) მართვა;
** სოც. მედია ანალიტიკა;
** მარკეტინგული მასალების მომზადება (დიზაინერთან ერთად);
** მომხმარებელთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (შესაძლოა დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** პროექტების მართვის გამოცდილება;
** Canva-ს აპლიკაციის ცოდნა ვიზუალური მასალების მოსამზადებლად;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (C1) - როგორც სალაპარაკო, ასევე წერითი;
** სასურველია Google analytics-ის ცოდნა.

პიროვნული უნარ-თვისებები:

** ერთდროულად სხვადასხვა პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციური უნარები, როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური;
** ლიდერული უნარები;
** კრეატიულობა;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;

ხელფასი: ხელზე 2000 ლარიდან + ბონუსები

რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: ikashibadze@futurelab.ge და აუცილებლად დაწერეთ, თუ რატომ გსურთ ამ პოზიციაზე მუშაობა.

კანდიდატის პირველადი შერჩევის შემთხვევაში, 1 კვირის განმავლობაში განხორციელდება გამოსაცდელი სამუშაო პროცესი, დღეში 1-2 საათით.