დასაქმება


უფროსი Android დეველოპერი Qarva

ინოვაციების კომპანია "ქარვა" ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
ქარვას წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით.
2017 წელს ლონდონში ქარვას ტექნოლოგია, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან ქარვა გახდა DVB (DVB - Digital Video Broadcasting - https://dvb.org)-ის წევრი.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - უფროსი Android დეველოპერის პოზიციაზე.

"ქარვაში" შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ, განვითარდეთ და დაწინაურდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით.

ამ პოზიციაზე დაგჭირდება:

** მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება Android და Java დეველოპმენტში
** მინიმუმ ერთი აპლიკაცია Google Play Store-ზე, ან პროექტის სახით
** Android studio-სთან მუშაობის გამოცდილება
** Kotlin
** Android SDK
** View Binding
** Exoplayer
** Retrofit HTTP client for android
** MVVM არქიტექტურა (ViewModel, LiveData)
** Git
** ანდროიდ პლატფორმაზე ბაზირებულ ვიდეო ფლეიერთან მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად

სასურველია:

** Coroutines (LifecycleScope, viewModelScope)
** Navigation
** Design Patterns
** C/C++ ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** Android JNI -სთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

როგორი უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს რომ გახდე ქარველი?

** ანალიტიკური აზროვნება
** დისციპლინირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** საქმეზე ორიენტირებულობა

როგორი გამოცდილება იქნება შენთვის ქარვაში მუშაობა?

** კომფორტული, მეგობრული გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** მხარდამჭერი გუნდი
** მდიდარი ორგანიზაციული კულტურა
** ყოველდღიური ლანჩი
** ჯანმრთელობის დაზღვევა

ანაზღაურება: ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 8 საათიანი გრაფიკი 1 საათიანი შესვენებით. შესაძლებელია ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკზე შეთანხმება.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი.გამყრელიძის №3

გადმოგვიგზავნე რეზიუმე HR@qarva.com და სათაურში სასურველი პოზიციიის მითითება არ დაგავიწყდეს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ქარვა" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი წესით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია შპს " ქარვაში" დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@qarva.com