დასაქმება


გრაფიკული დიზაინერი Realtor.ge

კომპანია "Realtor.ge" გთავაზობთ ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შიდა და გარე საკომუნიკაციო არხებისთვის საჭირო ვიზუალური მასალების მომზადება;
** სოციალური მედიისთვის ვიზუალური მასალების მომზადება;
** Landing გვერდების დიზაინის მომზადება;
** კომპანიის ბრენდბუქის გათვალისწინებით სხვადასხვა შინაარსისა და ხანგრძლივობის ვიდეო რგოლების შექმნა-შესრულება;
** პროგრამების Renderforest და Vyond-ის მეშვეობით ანიმაციური ვიდეოების შაბლონებში ტექსტებზე ვიზუალის მორგება;
** მარკეტინგის გუნდთან ერთად კონცეფციებსა და ვიზუალურ გადაწყვეტებზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** გრაფიკულ დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

ანიმაციებზე სამუშაო პროგრამის ბმულები:

https://www.renderforest.com/template/explainer-world-toolkit
https://think.vyond.com/aff-why-vyond?gspk=YXp1cmFuZ3V5ZW44NTUy&gsxid=psxiO7hTLbqt

სამუშაო ადგილი: თბილისი (სურვილისამებრ, შესაძლებელია სრულად დისტანციურად მუშაობა)
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 2000 ლარი

განხილვის შემდგომ, კანდიდატს ეძლევა 1 კვირა კონკრეტული დავალების შესასრულებლად. საუკეთესო ნამუშევრის ავტორი დასაქმდება კომპანიაში ხანგრძლივი ხელშეკრულებით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და პორთფოლიო შემდეგ ელ-ფოსტაზე: marketing@realtor.ge

სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გრაფიკული დიზაინერი".