დასაქმება


ციფრული მარკეტინგის მენეჯერი ბეთლაივი

"ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე. ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

"ბეთლაივი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

შესასრულებელი ამოცანები:

** ციფრული არხების მეშვეობით მომხმარებლების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება;
** Conversion rate ოპტიმიზაციის მონიტორინგი და მართვა;
** კომპანიის სოციალური მედიის სტრატეგიის ზედამხედველობა;
** საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის მონიტორინგი და მართვა;
** მარკეტინგულ მონაცემთა ანალიტიკა კამპანიების მოთხოვნების მიხედვით;
** ციფრული მარკეტინგის ყველა აქტივის ბიუჯეტის განსაზღვრა და კონტროლი;
** მომხმარებლის ქცევის მონაცემებზე დაყრდნობით დიზაინში ცვლილებების რეკომენდაციების შემუშავება;
** ბაზრის კვლევა არსებული შესაძლებლობებით და პროგრამული უზრუნველყოფით;
** ციფრულ მარკეტინგში ახალი ტექნოლოგიების და შესაძლებლობების კვლევა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** SEO-ს პრაქტიკების კომპეტენცია;
** PPC და Social Media რეკლამირების კომპეტენცია;
** CRO ან UX Analysis პროგრამების კომპეტენცია (მაგ. Hotjar, Google Optimize, და ა.შ.);
** Google Analytics და Tag Manager-ის კომპეტენცია;
** Display Advertising-ის პრაქტიკების კომპეტენცია.

სამუშაო პირობები:

** ხუთი სამუშაო დღე კვირაში;
** სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.;
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

** ყოველთვიური ბონუსი;
** სწავლის დაფინანსება;
** პროფესიული ზრდა/განვითარება;
** უფასო კვება და პარკინგი;
** კორპორატიული დაზღვევა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ციფრული მარკეტინგის მენეჯერი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!