დასაქმება


Back-End დეველოპერი TNET

"TNET" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიური კომპანიას როგორც საქართველოს ასევე რეგიონის მასშტაბით. TNET -ი ოპერირებს 4 ძირითადი მიმართულებით, ესენია: Lifestyle, E-commerce, Auto, Housing.

ჩვენი ციფრული პლატფორმები მოიცავს შემდეგ ვებ საიტებს: Livo.ge, Vendoo, TKT.ge, Myauto.ge, Mymarket.ge, Myhome.ge, Myparts.ge, Swoop.ge.

"TNET" აერთიანებს 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

ჩვენს გუნდში ვეძებთ Back-end დეველოპერს!

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - დან 19:00 საათამდე (1 საათი შესვენება)
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 4 day off წელიწადში

ფუნქცია-მოვალეობები:

** PHP ზე კოდის ორგანიზებულად და სტრუქტურირებულად, შედეგზე ორიენტირებულად და გასაგებად წერა ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით
** ეფექტური და გამოყენებადი PHP სერვისების აწყობა
** სხვა დეელოპერებთან და პროექტის მენეჯერებთან მუშაობა იმისათვის რომ გადაჭრილ იწნას ახალი და არსებული ტექნიკური გამოწვევები
** დეველოპმენტ პროექტების მართვა დასაწყისიდან დასრულებამდე დამოუკიდებლად
** ინტერგრაციების განხორციელება ბექ ენდ სისტემებზე
** ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ინსტრუმენტები და დოკუმენტაციების უზრუნველყოფა სპეციფიურ პროექტებზე
** პროექტების ვადებში შესრულება და შესაბამისი რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** PHP (OOP) მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** PHP ფუნდამენტური საფუძვლების ცოდნა
** OOP პრინციპების და საუკეთესო პრაქტიკების სიღრმისეული ცოდნა
** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MYSQL, Postgres SQL)
** PHP MVC framework - თან მუშაობის გამოცდილება (Laravel, symfony, codeigniter etc.) ჩაითვლება უპირატესობად
** MVC პრინციპების სიღრმისეული ცოდნა

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@tnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.