დასაქმება


ბუღალტერი - ანაზღაურებადი სტაჟირება ალტა

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

შპს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრის ვაკანტურ პოზიციაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** გექნებათ საშუალება შეისწავლოთ პრაქტიკული საბუღალტრო საქმიანობა;
** შეხება გექნებათ კომპანიის ფინანსური ფუნქციონირების ციკლთან;
** სწავლებაზე მორგებადი გრაფიკი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, სასურველია ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლიანობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2022 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.