დასაქმება


გრაფიკული დიზაინერი თბილღვინო

"თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

"თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

"თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 402 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზანის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. #2
სამუშაო გრაფიკი: 09:00-დან 18:00-მდე (ორშაბათი - პარასკევი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ეტიკეტებში და კონტრ-ეტიკეტებში ტექნიკური ცვლილებების შეტანა
** პროდუქტის შეფუთვის დიზაინის შექმნა
** მარკეტინგული მასალებისთვის დიზაინის შექმნა
** შემუშავებული მასალის საბეჭდად მომზადება
** ბეჭდვითი და ციფრული მასალების დიზაინის შექმნა
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** Adobe Illustrator და Adobe Photoshop-ის ცოდნა მაღალ დონეზე
** Adobe Indesign - სასურველია მინიმალურ, საწყის დონეზე

პროფესიული უნარები:

** შემოქმედებითობა
** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობა
** პრიორიტეტების სწორად დასახვა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.