დასაქმება


ბუღალტრის თანაშემწე FINA

კომპანია "FINA" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

კომპანია "FINA" ერთ-ერთი წამყვანი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ქმნის, ნერგავს და ავითარებს ბიზნესის მართვის და აღრიცხვის თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფას.

კომპანია "FINA" 2011 წლიდან სთავაზობს მომხმარებლებს ეფექტურ პროგრამულ პროდუქტებს და მომხმარებლებს ბიზნესის მართვაში ეხმარება. ამჟამად კომპანია "FINA" ემსახურება 5000-ზე მეტ ორგანიზაციას.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: http://www.fina.ge

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული გატარებების შესრულება
** დებიტორული დავალიანებების ყოველდღიური ამოღება-კონტროლი
** ხელშეკრულებების დამუშავება-კონტროლი

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება ბუღალტრულ აღრიცხვაში
** B1 დონეზე ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონეზე რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად)
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) კარგი ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი
** ლოგიკური, მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის დამუშავება
** სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: contact@fina.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "ბუღალტრის თანაშემწე".