ნინო ბერუაშვილი ფლობს ადამიანური რესურსების მართვის და სწავლების სფეროში 15+ წლიან გამოცდილებას სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში. ამჟამად არის იუნგიანური საერთაშორისო ქოუჩინგის სკოლის გენერალური მენეჯერი და კომპანია „MindDoor”-ის მმართველი პარტნიორი. პარალელურად დაკავებულია აკადემიური საქმიანობით რამდენიმე უნივერსიტეტში.
აქვს ისეთი საინტერესო, ტრანსფორმაციული პროექტების განხორციელების გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში როგორიცაა საქმიანობის მართვის სისტემის დანერგვა, ტრენინგ-ცენტრის ტრანსფორმაცია თანამედროვე სასწავლო პრინციპების და მეთოდოლოგიის შესაბამისად და ა.შ.
არის ფსიქოლოგიის მაგისტრი, ასევე გავლილი აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლიდერობის პროგრამა (Cambridge University Advanced Leadership Program). არის ემოციური ინტელექტის განვითარების სერთიფიცირებული ტრენერი (RocheMartin UK).
© 2020 ყველა უფლება დაცულია