ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა (რეგულირებადი ანგარიშთა გეგმა) არის მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი კომპანიებსა და მათ ოპერაციებზე ზეგავლენის მქონე მოვლენათა რეგისტრაციისა და აღრიცხვის ერთიანი უნიფიცირებული გეგმა (სქემა).
ანგარიშთა რეგულირებადი გეგმა მოიცავს ანგარიშების 9 ჯგუფს:
1 (ანგარიში 1000) მიმდინარე აქტივები
2 (ანგარიში 2000) გრძელვადიანი აქტივები
3 (ანგარიში 3000) მიმდინარე ვალდებულებები
4 (ანგარიში 4000) გრძელვადიანი ვალდებულებები
5 (ანგარიში 5000) საკუთარი კაპიტალი
6 (ანგარიში 6000) საოპერაციო შემოსავალი
7 (ანგარიში 7000) საოპერაციო ხარჯები
8 (ანგარიში 8000) არასაოპერაციო შემოსავალი და ხარჯები
9 (ანგარიში 9000) განსაკუთრებული და სხვა შემოსავლები და ხარჯები
ანგარიშთა გეგმა შედგება კოდებისგან, კოდები ძირითადად შედგება ხოლმე 4 ციფრისგან. მაგალითად 3195
პირველი ციფრი გამოხატავს დიდ ჯგუფს - მაგალითად 3-იანი არის ვალდებულებები;
შემდეგი ციფრი ვალდებულებების შედარებით ვიწრო ჯგუფს, მაგალითად 31 - მოკლევადიანი ვალდებულებები;
შესაბამისად, შემდეგი ორი ციფრითაც ვიწროვდება ჯგუფები და ბოლოს ვიღებთ კონკრეტულ ანგარიშს.
3195 - ფინანსური იჯარის ვალდებულების მიმდინარე ნაწილი.
ვრცლად იხილეთ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული ანგარიშთა გეგმა. დააჭირეთ აქ.