ალბერტ აინშტაინმა 1915 წელს გამოაქვეყნა ფარდობითობის ზოგადი თეორია General relativity, რომლითაც გრავიტაცია ყველაზე ზუსტად არის აღწერილი. ალბერტ აინშტაინი აღწერს გრავიტაციას არა როგორც ძალას, არამედ როგორც ერთიანი სივრცე-დროის ქსოვილის გამრუდებას.
Youtube-ში ერთ-ერთ ყველაზე ყურებად სამეცნიერო ვიდეოში სწორედ ამ გამრუდების ვიზუალიზაციაა წარმოდგენილი. ქსოვილის ცენტრში მოთავსებული მძიმე ობიექტი იწვევს სივრცე-დროის ქსოვილის გამრუდებას და გარშემო არსებული ობიექტების 'მიზიდვას'.
სივრცე-დროის ქსოვილის ამ გამრუდების ყველაზე ექსტრემალური მაგალითია შავი ხვრელი, საიდანაც ვერაფერი ვერ დააღწევს თავს, მათ შორის ვერც სინათლე.
სიმარტივისთვის, უმეტეს შემთხვევაში, გრავიტაცია წარმოდგენილია ნიუტონის უნივერსალური მიზიდულობის კანონით, რომელიც აღწერს გრავიტაციას, როგორც ძალას, რომელიც იწვევს ორი სხეულის ერთმანეთისკენ მიზიდვას. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ გრავიტაცია არ არის ძალა.
თუ რატომ არ არის გრავიტაცია ძალა უფრო დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ Veritasium-ის ვიდეოში: