თურქული ენის კურსი დამწყებთათვის

academica.ge წარმოგიდგენთ თურქული ენის კურსს დამწყებთათვის.

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს თურქული ენის შესწავლა ან აქვს საბაზისო ცოდნა და სურს მისი გაუმჯობესება.

თურქული მშობლიური ენაა დაახლოებით 65 მილიონი ადამიანისთვის ხოლო დამატებით 20 მილიონი ადამიანისთვის იგი მეორე ენაა.

დღესდღეობით თურქულ ენად მოიაზრება თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ენა. უწინ ამ ტერიტორიაზე გავრცელებულ ენას ოსმალური ეწოდებოდა. ოსმალური ენის ოფიციალურ სფეროში გამოყენება 1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის დაარსებასთან ერთად შეწყდა. რეფორმების ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ე.წ სუფთა თურქულის შექმნა, 1923 წელს პრეზიდენტ მუსტაფა ქემალ ათათურქის (1881-1938) ინიციატივით ფაქტობრივად შეიცვალა ენა: მრავალრიცხოვანი არაბული და სპარსული ნასესხობები თურქული ეკვივალენტებით ჩაანაცვლეს, ხოლო მანამდე გამოყენებაში არსებული არაბული ანბანი კი – ლათინური ანბანით.

1. გაკვეთილი:

  • ანბანი
  • კლასიფიკაცია, წაკითხვის წესები
  • წასაკითხი მასალა: მისალმება, გაცნობა
  • მოსასმენი: როგორ ვთქვათ არა

2. გაკვეთილი:

  • მრავლობითი რიცხვი
  • ჩვენებითი ნაცვალსახელები
  • წასაკითხი მასალა: ყოველდღიური ფრაზები: მისალმება, დამშვიდობება და სხვა
  • მოსასმენი: მისალმება, მწუხარების გაზიარება

3. გაკვეთილი

  • კითხვითი წინადადება
  • ადგილობითი ბრუნვა
  • წასაკითხი მასალა: დიალოგი
  • მოსასმენი

4. გაკვეთილი

  • -lı -li -lu -lü სახელის მაწარმოებელი სუფიქსები
  • ქვეყანა, ეროვნება, ენა
  • წასაკითხი მასალა: საუზმე
  • მოსასმენი

5. გაკვეთილი

  • შემასმენლობითი სუფიქსი
  • ხელობის აღმნიშვნელი სუფიქსები
  • წასაკითხი მასალა: ფერები, ზედსართავი სახელი. პირადი ინფორმაცია
  • მოსასმენი

6. გაკვეთილი

  • -lık -lik -luk -lük სახელიდან სახელის მაწარმოებელი სუფიქსები
  • რიცხვითი სახელი
  • წასაკითხი მასალა: სახლი
  • მოსასმენი

7. გაკვეთილი

  • კუთვნილებითი სუფიქსები
  • ქონა-ყოლისა და არქონა არყოლის გამოხატვა
  • ფუძეკუმშვადი სახელები
  • წასაკითხი მასალა: ოჯახის წევრები
  • მოსასმენი

8. გაკვეთილი

  • აწმყო-განსაზღვრული დრო
  • წასაკითხი მასალა: ვინ რას აკეთებს?
  • მოსასმენი

9. გაკვეთილი

  • დაწყებითი ბრუნვა
  • მიცემითი ბრუნვა
  • წასაკითხი მასალა: ხილი. ბოსტნეული
  • მოსასმენი

10. გაკვეთილი

  • ბრალდებითი ბრუნვა
  • საათი
  • İle თანდაბული
  • წასაკითხი მასალა: სატრანსპორტო საშუალებები
  • მოსასმენი

11. გაკვეთილი

  • იზაფეტი. ნათესაობითი ბრუნვა
  • წასაკითხი მასალა: ცხოველები
  • მოსასმენი

12. გაკვეთილი

  • ნამყო კატეგორიული დრო
  • წასაკითხი მასალა: ტანსაცმელი, სეზონები
  • მოსასმენი

13. გაკვეთილი

  • მომავალი კატეგორიული დრო
  • წასაკითხი მასალა: მომავალი დრო
  • მოსასმენი

14. გაკვეთილი

  • ბრძანებითი კილო. კავშირებითი კილო
  • წასაკითხი მასალა: დიალოგი
  • მოსასმენი


  • სერტიფიკატი

    მას შემდეგ რაც შეასრულებთ აქ მოცემულ 14 სავარჯიშოს და დარწმუნდებით, რომ მზად ხართ ფინალური სასერტიფიკატო გამოცდის დასაწერად, უნდა მოგვწეროთ მეილზე info@academica.ge თქვენთვის სასურველი თარიღი და დრო. თქვენ მიერ არჩეულ დროს მეილზე მიიღებთ ფინალურ სასერტიფიკატო ტესტს. ტესტის წარმატებით შესრულების შემთხვევაში გადმოგეცემათ სერტიფიკატი.

250.00 ₾ 49.00 ₾