მარიამს აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი თურქოლოგიის სპეციალობით და მაგისტრის ხარისხს ისტორიაში ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით.
ამჟამად მარიამი სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურზე მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის მიმართულებით. სწავლის პროცესში მოპოვებული აქვს ერაზმუს + კვლევითი კრანტი ბელგიაში, ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში.
მარიამს გავლილი აქვს ანკარას უნივერსიტეტის თურქული ენის, როგორც უცხო ენის სწავლების კურსი, რითაც აქვს თურქული ენის სწავლების ოფიციალური უფლება. მას აქვს ექვსწლიანი პედაგოგიური გამოცდილება და ამჟამად მუშაობს ერთ-ერთი კერძო კომპანიაში თურქულენოვან კონტენტ მენეჯერად.
© 2020 ყველა უფლება დაცულია