ღვინის ქიმია

academica.ge წარმოგიდგენთ ღვინის ქიმიის კურსს.

ღვინის ქიმიის კურსი საინტერესო იქნება ყველა იმ ადამიანისთვის ვინც ღვინოს არ აღიქვამს როგორც მხოლოდ ალკოჰოლურ სასმელს და ამ უძველეს პროდუქტში უფრო მეტს ხედავს, ვიდრე სპირტისა და წყლის ნარევს.

ღვინის ქიმიის კურსი შედგენილია იმ მსმენელებისთვის ვისთვისაც მნიშვნელოვანია ღვინოში მიმდინარე ძირითადი პროცესების გაგება და გააზრება, რათა მათ შეძლონ ქიმიის ღრმა ცოდნის გარეშე გარკვეული ღონისძიებების დაგეგმვა ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად ან გაფუჭების თავიდან ასაცილებლად. 

წინამდებარე კურსში ყურადღება გამახვილებულია არომატის განმსაზღვრელი ნაერთების ფორმირებასა და პირობებზე, რომლებიც ხელს უწყობს მათ ჩამოყალიბებას. 

კურსში, ასევე, გამოთქმულია გარკვეული მოსაზრებები ღვინის როგორც ისტორიული პროდუქტის მნიშვნელობის შესახებ და მისი როგორც განსხვავებული და მნიშვნელოვანი დანიშნულების მქონე საქონლის თვისებების შესახებ.

ღვინის ქიმიის კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:  

  • ღვინის როგორც ცივილიზაციის ადრეულ ეტაპზე ჩამოყალიბებული სასმელის თვისებები, რომელიც მნიშვნელოვანი და შეუცვლელი იყო ადამიანისთვის.
  • ყურძნის და ღვინის ქიმიური შემადგენლობა.
  • ღვინოში არომატის წარმომქმნელი ნაერთების განსაზღვრის პირობები.
  • ეთანოლი-წყალი ნარევის თვისებები.
  • შაქრები, მჟავები, მინერალები, ამინები, ამინომჟავები, ცილები, უმაღლესი სპირტები, ესტერები, იზოპრენოიდები, ალდეჰიდები, კეტონები, თიოლები, ფენოლები, გოგირდის დიოქსიდი.
  • ზადი და ნაკლოვანება.
  • ღვინის წარმოება.
  • დურდოს შემადგენლობა.
  • მაცერაცია და ყურძნის კომპონენტების ექსტრაქცია.
  • ღვინის ფერმენტაციის ბიოქიმია (გლიკოლიზი, ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმი, ამინომჟავების მეტაბოლიზმი, გოგირდის მეტაბოლიზმი, ბაქტერიული ფერმენტაციის პროდუქტები).
  • ყურძნიდან გადმოსული არომატის პრეკურსორები.
  • ღვინის დაჟანგვა.
  • ღვინის დაძველება.
  • პოსტფერმენტაციული პროცესების ქიმია (ცივი სტაბილიზაცია, დაწვდომა, ფილტრაცია და უკუოსმოსი, დანამატები და გადამუშავების ღონისძიებები).
  • ფალსიფიკაცია და მასთან ბრძოლა.
250.00 ₾ 39.00 ₾