გიგა ქვარცხავა

გიგა ქვარცხავა

ქიმიკოსი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორი 2013 წლიდან.

2014-2023 წლებში იკავებდა აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის პოზიციას. ამ პერიოდში ფაკულტეტზე შეიქმნა 3 ორდიპლომიანი პროგრამა საფრანგეთისა და იტალიის უნივერსიტეტებთან ერთად (მათ შორის 2 მეღვინეობა-მევენახეობაში).

ლექციების კურსი წაკითხული აქვს გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და პოლონეთის უნივერსიტეტებში.

გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სახელმძღვანელო, მათ შორის ნათარგმნი სახელმძღვანელოები Springer Nature (სურსათის ქიმია), C.H. Beck Wissen (ლუდი) და Wiley-ს (ღვინის ქიმია) უფლებებით.

არის 58 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

გიგა ქვარცხავა

კურსები