ექსელის სრული კურსი

academica.ge წარმოგიდგენთ Microsoft Excel-ის სრულ კურსს.

ვისთვის არის ეს კურსი:

მიუხედავად იმისა ახლა იწყებთ ექსელის გაცნობას, თუ უკვე წლებია იყენებთ ამ პროგრამას, ეს კურსი, ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენთვისაა. კურსი მოიცავს ყველა იმ საკითს, რომელიც ექსელთან მუშაობას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ. ისწავლთ ყველა იმ ფორმულას, რაც აუცილებელია ექსელში გამართულად მუშაობისთვის და გაეცნობით იმ შესაძლებლობებს რასაც ექსელის უახლესი გამოცემა გვთავაზობს.

მოთხოვნები:

  • იცი, როგორ გამოიყენო კომპიუტერი, როგორ შექმნა ფოლდერი, ფაილი. 

  • ხვდები ექსელის ცოდნის საჭიროებას და გაქვს მოტივაცია, რომ მოუსმინო ლექციებს, შეასრულო სავარჯიშოები და ამოცანები.

რას გთავაზობთ:

  • კვალიფიციურ ლექტორებს, რომლებსაც აქვთ ექსელში მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება და არიან ექსელის ქართული წიგნის ავტორები.

  • 9 საათზე მეტ ვიდეო ლექციებს რომელთა ნახვასაც შეძლებთ ნებისმიერ დროს შეუზღუდავად.

  • წიგნს ქართულ ენაზე ტრენერების ავტორობით.

  • ექსელის სავარჯიშო ფაილებს, რომელზეც კურსის განმავლობაში იმუშავებთ.

  • დახურულ facebook ჯგუფს სადაც მიიღებთ პასუხებს თქვენთვის გაუგებარ საკითხებთან დაკავშირებით (https://www.facebook.com/groups/exceloned/)

  • სერტიფიკატს, რომლის ასაღებადაც უნდა დაწეროთ დავალებები და ფინალური ამოცანა.

  • რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს კურსი, რომელსაც ერთხელ შეიძენთ, მუდმივად თქვენს განკარგულებაშია. შეგიძლიათ მომავალში მოუბრუნდეთ მასალებს და აღიდგინოთ ან გადაიმეოროთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ექსელში მუშაობას ეხება.

კურსის ეფუძნება ექსელის ქართულ წიგნს, რომელიც გამოიცა კურსის ტრენერის თანაავტორობით. 


 1 ლექცია: შესავალი

  • ექსელის სწრაფი წვდომის ღილაკები

  • ექსელის საბაზისო ფუნქციები: Sum, average, count, counta

  • ექსელის ცხრილის Table აწყობა

  • Table დიზაინის შერჩევა

  • Table Total Row გამოყენება

  • Subtotal ფუნქცია

  • Subtotal და Sum ფუნქციის გამოყენება ფილტრებთან

  • რიცხვის დამრგვალების ფორმულები ექსელში Round RoundUp RoundDown Floor Ceiling

  • ბეჭდვა და ფურცლების ზომის, საზღვრებისა და სხვა პარამეტრების მართვა ექსელში

 

2 ლექცია: ლოგიკური ფუნქციები

  • ლოგიკური კავშირები ექსელში

  • აბსოლუტური და შეფარდებითი მისამართი

  • ლოგიკური ფუნქციების გამოყენება სხვადასხვა სიტუაციებში (IF და ჩაშენებული IF, IFS, AND, OR, მათი კომბინაციები)

  • Min და Max ფუნქციები IF ფუნქციის ნაცვლად ექსელში

  • ექსელის საბაზისო ფუნქციები (SUMIFS, AVERAGEIFS, COUNTIFS, SUMPRODUCT)

  • SUM ფუნქციის გამოყენება SUMPRODUCT ფუნქციის ნაცვლად

  • მონაცემთა მასივებთან მუშაობა


3 ლექცია: დინამიური ცხრილები

  • დინამიური ცხრილების მუშაობის პრინციპი

  • დინამიური ცხრილების ჩასმა (pivot tables)

  • დინამიური ცხრილის ველების სწორად არჩევა

  • დაჯგუფება დინამიური ცხრილების გამოყენებით

  • თარიღებთან მუშაობა დინამიური ცხრილებით

  • Summarize values by ფუნქციის გამოყენება

  • Show Values as ფუნქციის გამოყენება

  • სლაისერები (Slicer)

  • თაიმლაინი (Timeline)

  • მონაცემთა განახლება

  • დინამიური გრაფიკი (Pivot Chart)

  • დინამიური გრაფიკის ვიზუალის შერჩევა


 4 ლექცია: ტექსტური და დროითი ფუნქციები

  • მონაცემების გაწმენდა და ძირითადი შეცდომები მონაცემებთან მუშაობისას

  • ტექსტური ფუნქციების და მათი კომბინაციების გამოყენება (Textjoin, &, CONCATENATE, TRIM, CLEAN, LEN, RIGHT, MID, LEFT

  • ტექსტის გაყოფის და გაერთიანების სხვადასხვა გზები

  • text to column-ის გამოყენება

  • ფუნქციების გამოყენებით მონაცემების მომზადება დინამიური ცხრილით სამუშაოდ

  • მონაცემების დამუშავება Filter და Textjoin ფუნქციებით

  • ექსელის დროსთან მუშაობის პრინციპი

  • ძირითადი შეცდომები რომლებიც დაკავშირებულია ექსელსში დროსთან მუშაობასთან

  • სხვადასხვა ფორმატში  (ამერიკული, ქართული...) მოცემული დროის ფორმატირების შეცვლა

  • დროითი ფუნქციები და მათი კომბინაციების გამოყენება სხვადასხვა სიტუაციებში (DATE, DAY, DAYS, EOMONTH, MONTH, NETWORKDAYS.INTL, NOW, TODAY, WEEKDAY, WEEKNUM, WORKDAY, YEAR, YEARFRAC, TODAY)

 

5 ლექცია: ძებნის და რეფერირების ფუნქციები

  • ძებნის და რეფერირების მუშაობის პრინციპები ექსელში

  • ერთი საძიებო კრიტერიუმით ძებნის ფუნქციები (Vlookup, Hlookup, მკაცრი და არამკაცრი ტოლობის შემთხვევები და თავისებურებები)

  • ორი და მეტი კრიტერიუმით ძებნა ექსელის ცხრილში

  • ძებნის და რეფერირების ფუნქციების პრაქტიკული აპლიკაციები 

  • ორი ცხრილის შედარება

  • Offset ფუნქცია

  • Offset/Match ფუნქციების კომბინაცია

  • Index და Match ფუნქციების კომბინაცია

  • Sumproduct ფუნქციების კომბინაციები

  • Xlookup ფუნქცია


6 ლექცია: მონაცემების ვიზუალიზაცია

  • საბაზისო გრაფიკები (Line, column, და bar charts)

  • მონაცემების ტიპის მიხედვით გრაფიკის ფორმის შერჩევა

  • გრაფიკის ჩასმა და დიზაინის მართვა

  • კომბინირებული (Combo) გრაფიკების აგება

  • შაბლონის შექმნა და დიზაინის ფორმატირების მარტივი გზები

  • 3D რუკების აგება საქართველოს მაგალითზე

  • Conditional Formatting

  • Data Validation ბრძანების გამოყენება

  • მონაცემების ჩაკეტვა



სერთიფიკატის ასაღებად

  • უნდა შეასრულოთ დავალებები და ამოცანები, რომლებიც ატვირთულია მასალებში. შესრულებული დავალებები და ამოცანები უნდა ატვირთოთ ლინკზე: https://forms.gle/gF6DaQTDeTMVjyk88

  • სასერთიფიკატო გამოცდის დასაწერად აუცილებელია ყველა ამოცანის შესრულება და შესაბამის ლინკზე ატვირთვა. ამის შემდეგ, უნდა მოგვწეროთ მეილზე info@oned.ge რომ მზად ხართ სასერთიფიკატო გამოცდის დასაწერათ და ჩავნიშნოთ გამოცდის დრო.

  • ლექცია 4: ტექსტური და დროითი ფუნქციები

    მონაცემები ყოველთვის მზა ფორმით არაა წარმოდგენილი, როგორც ამ ლექციამდე მოცემულ მაგალითებში გხვდებოდათ. ტექსტური და დროითი ფუნქციები დაგეხმარებათ გაასუფთავოთ მონაცემები, რათა შემდეგ მარტივად დაამუშაოთ თუნდაც Pivot Tavle-ბის გამოყენებით.

  • ვიდეო ლექცია 3: დინამიური ცხრილები

    ვიდეოში შეისწავლით ექსელის ყველაზე მძლავრ იარაღს - დინამიურ ცხრილებს

  • ვიდეო ლექცია 6: მონაცემთა ვიზუალიზაცია

    თუ პირველი ხუთი ლექციის მთავარი ფოკუსი იყო, როგორ დაგვემუშავებინა მონაცემები, ბოლო ლექციის და ზოგადად ექსელის სრულფასოვნად ცოდნის მნიშვნელოვანი ნაწილია მონაცემთა ვიზუალიზაცია.

390.00 ₾ 99.00 ₾