ბუღალტრული აღრიცხვის სრული კურსი

წარმოგიდგენთ ვიდეოლექციების კურსს ბუღლატერულ აღრიცხვაში.

ვისთვის არის კურსი:

  • მათთვის, ვისაც არ ქონია შეხება ბუღალტერიასთან და სურს სწავლა.

  • მათთვის ვინც იცის ბუღალტერია საბაზისო დონეზე და სურს ცოდნის გაღრმავება და შევსება.

  • მათთვისაც, ვისაც სურს ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე სტანდარტებს გაეცნოს

 

მოთხოვნები:

  • იცი, როგორ გამოიყენო კომპიუტერი და საოფისე პროგრამები ელემენტარულ დონეზე

  • გაქვს მოტივაცია, რომ მოუსმინო ლექციებს, შეასრულო სავარჯიშოები და ამოცანები.

 

რას გთავაზობთ:

  • კვალიფიციურ ტრენერებს, რომლებსაც აქვთ ფინანსურ აღიცხვასა და აუდიტში მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება.

  • 20 საათზე მეტ ვიდეო ლექციებს რომელთა ნახვასაც შეძლებთ ნებისმიერ დროს შეუზღუდავად.

  • ექსკლუზიურად კურსისთვის შექმნილ საკითხავ მასალას ქართულ ენაზე.

  • პრაქტიკულ სავარჯიშო ფაილებს, რომელზეც კურსის განმავლობაში იმუშავებთ.

  • დახურულ FACEBOOK ჯგუფს სადაც უშუალოდ ტრენერისგან მიიღებთ კითხვებზე პასუხებს(https://www.facebook.com/groups/bugalteriaoned/)

  • სერტიფიკატს, რომლის ასაღებადაც უნდა დაწეროთ დავალებები და ფინალური ამოცანა. ინსტრუქცია იხილეთ სილაბუსის ბოლოს.


რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს კურსი, რომელსაც ერთხელ შეიძენთ, მუდმივად თქვენ განკარგულებაშია. შეგიძლიათ მომავალში მოუბრუნდეთ მასალებს და აღიდგინოთ ან გადაიმეოროთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

კურსის განმავლობაში შეისწავლით როგორც პრაქტიკულ ბუღალტერიას, ასევე, სიღრმისეულად გაივლით ყველა თეორიულ საკითხს პრაქტიკული ამოცანებისა და სავარჯიშოების თანხლებით.

პირველ ნაწილში განხილული იქნება თუ როგორ ვიმუშაოთ შემოსავლების სამსახურის საიტზე RS.GE.

პრაქტიკული ბუღალტერია RS.GE

  • ზედნადების ტიპები

  • ზედნადების ატვირთვა, კორექტირება, კოპირება, გაუქმება

  • ზედანდების შევსების დროს ინფორმაციის ექსელიდან იმპორტი და ექსელში ექსპორტი

  • შტრიხკოდები და ავტო-პარკი ზედანდებში

  • მიღებული ზედნადებები

  • შენახული ზედნადებები და შაბლონები

  • მიღებული და გაცემული ანგარიშ-ფაქტურები

  • გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის დაანგარიშება ხელფასებიდან და საშემოსავლო დეკლარაციის შევსება

  • საპენსიო გადასახადის დაანგარიშება და საპენსიო დეკლარაციის შევსება

  • ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსება

  • დღგ-ს დეკლარაციის შევსება

  • მოგების გადასახადის დეკლარაციის შევსება (ესტონური მოდელი)

  • მცირე მეწარმის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის შევსება



ლექცია 1: ბუღალტრული აღრიცხვის საფუძლვები

  • ბუღალტერიის არსი

  • ბუღალტრული ანგარიშები 

  • ბუღალტრული ანგარიშების კლასიფიკაცია და სტრუქტურა 

  • ორადი ასახვა

  • ფინანსური ანგარიშგების არსი 

  • ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება (ბალანსი) და მისი მუხლები

  • ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების სტრუქტურა

  • სამეურნეო ოპერაციებით გამოწვეული ცვლილებების გავლენა ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაზე

  • მოგებისა და ზარალის ანგარიშგება და მისი სტრუქტურა

  • მოგებისა და ზარალის ანგარიშგების კავშირი ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებასთან


ლექცია 2: ფულადი საშუალებების მოძრაობა და აღრიცხვა

  • სალაროს ოპერაციების აღრიცხვა:

    • ფულის მიღება სალაროში 

    • ფულის გაცემა სალაროდან 

  • ოპერაციების ასახვა საბანკო ანგარიშებზე:

    • ფულის მიღება ბანკში

    • ფულის გაცემა ბანკიდან

  • უცხოური ვალუტით წარმოებული ოპერაციების აღრიცხვა

  • ვალუტის კურსთა შორის სხვაობიდან წარმოქმნილი შედეგები


ლექცია 3: მოთხოვნების აღრიცხვა

  • მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი მოთხოვნები: რეალიზაცია საკრედიტო პირობით 

  • მიწოდება ფასდათმობის პირობით: მთლიანი თანხის მეთოდი 

  • მიწოდება ფასდათმობის პირობით: წმინდა თანხის მეთოდი 

  • მიწოდება უკან დაბრუნების პირობით 

  • განვადებით გაყიდვა 

  • მოთხოვნები საწარმოს დაქირავებულ მუშაკთა, ხელმძღვანელობისა და პარტნიორების მიმართ 

  • კაპიტალის შევსებაზე პარტნიორის გრძელვადიანი მოთხოვნის მიმდინარე ნაწილი 

  • მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსები 

  • უიმედო და საეჭვო მოთხოვნების აღრიცხვა და ანარიცხების შექმნა

  • დარიცხული მოთხოვნები 

  • გრძელვადიანი მოთხოვნების აღრიცხვა


ლექცია 4:  მარაგების აღრიცხვა

  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების არსი და კლასიფიკაცია

  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების განსაზღვრა

  • რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების გაანგარიშების მეთოდები (ინდივიდუალური, ფიფო, საშუალო შეწონილი)

  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღების აღრიცხვა

  • რეალიზებული საქონლის უკან დაბრუნება

  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება იმპორტით

  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დანაკლისი და ზედმეტობა

  • წარმოება და მზა პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა

  • მზა პროდუქციის რეალიზაცია


ლექცია 5: ძირითადი საშუალებების აღრიცხვა

  • ძირითადი საშუალებების არსი

  • ძირითადი საშუალების თვითღირებულების განსაზღვრა

  • ძირითადი საშუალებების მიღების აღრიცხვა

  • საკუთარი ძალებით მშენებლობა

  • ძირითადი საშუალებების ცვეთის მეთოდები

  • ძირითადი საშუალებების ცვეთის აღრიცხვა

  • ძირითადი საშუალებების აღიარების შეწყვეტა

  • ძირითადი საშუალებების შეფასის მოდელები: თვითღირებულებისა და გადაფასების



ლექცია 6: არამატერიალური აქტივების აღრიცხვა

  • არამატერიალური აქტივების არსი და სახეები

  • არამატერიალური აქტივების აღიარება და შეფასება

  • არამატერიალური აქტივების მიღების აღრიცხვა

  • შეძენა, როგორც საწარმოთა გაერთიანების ნაწილი

  • საწარმოში წარმოქმნილი არამატერიალური აქტივი: სამეცნიერო კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები

  • არამატერიალური აქტივების ამორტიზაციის აღრიცხვა

  • არამატერიალური აქტივების გადაფასება

  • არამატერიალური აქტივების გასვლის აღრიცხვა



ლექცია 7: აქტივების შემაჯამებელი ამოცანა



ლექცია 8: მოკლევადიანი ვალდებულებების აღრიცხვა

  • ვალდებულებების არსი და კლასიფიკაცია

  • სავაჭრო კრედიტორული დავალიანების აღრიცხვა

  • სავაჭრო კრედიტორული დავალიანება იმპორტის შემთხვევაში

  • კრედიტორული დავალიანება უცხოურ ვალუტაში და კურსთა შორის სხვაობები

  • შეძენილი საქონლის უკან დაბრუნების აღრიცხვა

  • მიღებული ავანსების აღრიცხვა

  • როიალტი და საკომისიო გადასახადი

  • სასესხო ვალდებულებების აღრიცხვა

  • გადასახდელი ხელფასების აღრიცხვა

  • გადასახდელი დივიდენდების აღრიცხვა


ლექცია 9: გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა

  • საგარანტიო ანარიცხების აღრიცხვა

  • ვალდებულება ფინანსურ იჯარაზე


ლექცია 10: გადასახადების აღრიცხვა

  • დამატებული ღირებულების გადასახადის აღრიცხვა

  • საშემოსავლო გადასახადი

  • ქონების გადასახადის აღრიცხვა


ლექცია 11: ვალდებულებების შემაჯამებელი ამოცანა


ლექცია 12: შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა

  • შემოსავლებისა და ხარჯების ცნება და კლასიფიკაცია

  • საქონლის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა

  • გაყიდული საქონლის უკან დაბრუნების აღრიცხვა

  • მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა

  • რეალიზებული საქონლის თვითღირებულების აღრიცხვა

  • კომერციული ხარჯების აღრიცხვა

  • ადმინისტრაციული ხარჯების აღრიცხვა

  • არასაოპერაციო ხარჯების აღრიცხვა


ლექცია 13: საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა

  • საკუთარი კაპიტალის სტრუქტურა

  • საწესდებო კაპიტალის აღრიცხვა შპს-ში

  • დივიდენდის გაცემის აღრიცხვა

  • მოგებისა და ზარალის აღრიცხვა

  • კაპიტალის ცვლილების ანგარიშგება


ლექცია 14: ბალანსი და მოგება-ზარალი

  • ბუღალტრული ბალანსის არსი და მნიშვნელობა

  • საცდელი ბალანსი

  • ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება

  • მოგება-ზარალის ანგარიშგება


სერტიფიკატის ასაღებად:

  • უნდა შეასრულოთ მასალების განყოფილების, ამოცანების სექციაში მოცემული 4 ამოცანა. თითოეული ამოცანა 15 ქულიანია, სულ 60 ქულა. ყურადღება: ყოველი თავის ბოლოს არსებული სავარჯიშოები გადმოსაგზავნად არ არის განკუთვნილი, არ ფასდება და ამოხსნებიც იქვე ახლავს. ეს სავარჯიშოები მხოლოდ თვითშემოწმებისთვისაა განკუთვნილი.

  • ამოცანების ატვირთვის კონკრეტული ვადა არ გაქვთ. შეგიძლიათ ატვირთოთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი თანმიმდევრობით.

  • მას შემდეგ რაც ატვირთავთ დავალებებს და ამოცანებს და გადაწყვეტთ, რომ მზად ხართ დაწეროთ ფინალური ამოცანა, მოგვწერეთ ამის შესახებ info@oned.ge და დავგეგმავთ გამოცდის დროს.

  • კურსი ჩაბარებულად ითვლება თუ თქვენ მიიღებთ 51 ქულაზე მეტს. აქედან, დასკვნით გამოცდაზე აუცილებელია 20 ქულაზე (50%) მეტის მიღება.

  • ლექცია 11: შემაჯამებელი ამოცანა

    შემაჯამებელი ამოცანა იხილეთ მასალებში

350.00 ₾ 49.00 ₾