Python პროგრამირება

კურსში შეისწავლით პროგრამირებას Python-ის გამოყენებით.


ვისთვის არის კურსი:

  • კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ადამინისთვის ვისაც სურს მიიღოს საბაზისო ცოდნა პროგრმირების ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებულ ენაში - Python (პითონი).

  • კურსი ასევე განკუთვნილია მათთვის ვისაც სურ პროგრამირების ეს ენა გამოიყენოს მონაცემთა ვიზუალიზაციის და ანალიზის მიმართულებით.

 

მოთხოვნები:

  • იცი, როგორ გამოიყენო კომპიუტერი

  • აცნობიერებ პროგრამირების ენის ცოდნის საჭიროებას და გაქვს მოტივაცია, მოუსმინო ლექციებს, შეასრულო სავარჯიშოები და დავალებები.

 

რას გთავაზობთ:

  • კვალიფიციურ ტრენერებს, რომლებსაც აქვთ მონაცემთა დამუშავების მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება.

  • 5 საათზე მეტ ვიდეო ლექციებს, რომელთა ნახვასაც შეძლებთ ნებისმიერ დროს შეუზღუდავად.

  • ექსკლუზიურად კურსისთვის შექმნილ მასალებს ქართულ ენაზე.

  • პრაქტიკულ სავარჯიშო ფაილებს, რომელზეც კურსის განმავლობაში იმუშავებთ.

  • დახურულ FACEBOOK ჯგუფს სადაც უშუალოდ ტრენერისგან მიიღებთ კითხვებზე პასუხებს (www.facebook.com/groups/pythononedge/)

  • სერტიფიკატს, რომლის ასაღებადაც უნდა დაწეროთ დავალებები და ფინალური ამოცანა.

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს კურსი, რომელსაც ერთხელ შეიძენთ, მუდმივად თქვენს განკარგულებაშია. შეგიძლიათ მომავალში მოუბრუნდეთ მასალებს და აღიდგინოთ ან გადაიმეოროთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.


შესავალი: პროგრამირების საფუძვლები

  • რა არის პროგრამირება?

  • რა არის პითონი

  • რას ვისწავლით კურსში


ლექცია 1: შესავალი პითონში

  • პრინტ ფუნქცია

  • ცვლადები

  • მონაცემთა ტიპები: რიცხობრივი მონაცემები

  • მონაცემთა ტიპები: Boolean

  • მონაცემთა ტიპები: სიები

 

ლექცია 2: ლოგიკური წინადადებები

  • ლოგიკური წინადადებები - if

  • ლოგიკური წინადადებები - while

  • ლოგიკური წინადადებები - for

ლექცია 3: რთული ობიექტები

  • მორგებული ფუნქციები

  • კლასები

  • პროექტი: ვებ-გვერდიდან ინფორმაციის ამოღება (სკრაპინგი)

ლექცია 4: მონაცემთა ანალიზი

  • მონაცემების დინამიური შემოტანა და პირველადი დამუშავება

  • ცხრილებთან მუშაობა და მონაცემთა მანიპულაცია

  • მონაცემების ვიზუალიზაცია

  • მონაცემების საბოლოო დამუშავება და ექსპორტი

ლექცია 5: მომდევნო ნაბიჯები

  • პითონის მოდულები სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოდ

  • რა არის დოკუმენტაცია და როგორ გამოვიყენოთ იგი

  • სასარგებლო რესურსები


სერთიფიკატის ასაღებად

  • უნდა შეასრულოთ დავალებები, რომლებიც ატვირთულია მასალებში.

  • თითოეული დავალება არის 10 ქულიანი (ჯამში 50 ქულა), ხოლო სასერთიფიკატო გამოცდა არის 50 ქულიანი. სასერთიფიკატო გამოცდაში უნდა დააგროვოთ 60%-ზე მეტი, ხოლო მთლიანად კურსის ფარგლებში უნდა აიღოთ 51 ქულაზე მეტი იმისთვის, რომ გადმოგეცეთ სერთიფიკატი.

  • სასერთიფიკატო გამოცდის დასაწერად აუცილებელია ყველა დავალების შესრულება. მას შემდეგ, რაც ყველა დავალებას შეასრულებთ და გამოგზავნით უნდა მოგვწეროთ მეილზე info@oned.ge რომ მზად ხართ სასერთიფიკატო გამოცდის დასაწერად და ჩავნიშნოთ გამოცდის დრო.

  • დავალებების შესასრულებლად დროში შეზღუდული არ ხართ.

  • დავალებები

    სერთიფიკატის მისაღებად კურსის ფარგლებში უნდა შეასრულოთ დავალებები და დაწეროთ ფინალური სასერთიფიკატო ამოცანა. სასერთიფიკატო ამოცანის დაწერას შეძლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაწერთ და გამოგზავნით ყველა დავალებას. მას შემდეგ რაც ყველა დავალებას გამოგზავნით, მოგვწერეთ მეილზე info@oned.ge თქვენთვის სასურველი დრო ფინალური სასერტიფიკატო ამოცანის დასაწერად.

550.00 ₾ 99.00 ₾