Archicad არქიკადის კურსი დამწყებთათვის

academica.ge წარმოგიდგენთ არქიტექტურული პროგრამა არქიკადის კურსს

კურსი განკუთვნილია:

  • მათთვის, ვისაც სურს არქიკადის შესწავლა და აქამდე ამ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია
  • მათთვის, ვინც საბაზისო დონეზე იცის არქიკადის გამოყენება და სურს უფრო მეტის შესწავლა
  • მათთვის ვინც იყენებს არქიკადს საბაზისო დონეზე და სურს ცოდნის გაღრმავება, შევსება და პრაქტიკული მაგალითების გაკეთება.

მოთხოვნები:

  • იცი, როგორ გამოიყენო კომპიუტერი
  • გაქვს ინტერნეტთან და არქიკადის პროგრამასთან წვდომა
  • უკვე გაქვს ან შეგიძლია დააყენო არქიკადი კომპიუტერში

რას გთავაზობთ:

  • კვალიფიციურ ტრენერს, რომლებსაც აქვთ არქიკადში მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება.
  • 3 საათზე მეტ ვიდეო ლექციებს, რომელთა ნახვასაც შეძლებთ ნებისმიერ დროს შეუზღუდავად.
  • პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომელზეც კურსის განმავლობაში იმუშავებთ.
  • სერტიფიკატს, რომლის ასაღებადაც უნდა შეასრულოთ კურსის ფარგლებში მოცემული პროექტები

კურსი, რომელსაც ერთხელ შეიძენთ, მუდმივად თქვენს განკარგულებაშია. შეგიძლიათ მომავალში მოუბრუნდეთ მასალებს და აღიდგინოთ ან გადაიმეოროთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

სილაბუსი

არქიკადის კურსი დამწყებთათვის

კურსის ფარგლებში შეისწავლით არქიკადის გამოყენების საფუძვლებს. კონკრეტულად კი, შეისწავლით შემდეგ საკითხებს:

  • რა არის არქიკადი და რისთვის გამოიყენება იგი
  • როგორ დავაყენოთ არქიტექტურული პროგრამა არქიკადი კომპიუტერში
  • როგორ დავიწყოთ არქიკადში მუშაობა
  • როგორ მოვირგოთ სამუშაო სივრცე
  • რა არის სართულები
  • როგორ გამოითვლება სართულის ზომები
  • როგორ შევცვალოთ სართულის ზომები
  • იატაკის ფილის გამოყენება
  • კედლების ჩასმა
  • ფანჯრის ჩასმა
  • აივნის გაკეთება
  • კარის ჩასმა
  • რელიეფის ჩასმა
  • მცენარეების ჩასმა
  • ობიექტების ჩასმა და შიდა სირცის მოწყობა
  • სახლის გადახურვა
  • სახლის კონსტრუქციის აწყობა
  • ღერძებს შორის მანძილი
  • ტერასების ჩასმა
  • მეორე სართულზე ასასვლელი კიბის მოწყობა
  • ფასადის მოწყობა
  • სველი წერტილის მოწყობა
  • ზომების დატანა ნახაზზე
  • საძინებლის და აბაზანის მოწყობა
  • მოაჯირების ჩასმა
  • პროექტის დარენდერება
  • ფაილების შენახვის სხვადასხვა ფორმატები


კურსის ფარგლებში გაიცემა სერტიფიკატი.

სერტიფიკატის ასაღებად უნდა გამოგზავნოთ კურსის ფარგლებში შესასრულებელი პროექტები მეილზე info@academica.ge და დაელოდოთ შეფასებას.

  • საჭირო ლინკები

    გაითვალისწინეთ, არქიკადის პროფესიონალური ვერსიით შეგიძლიათ უფასოდ ისარგებლოთ 1 თვე, ხოლო სტუდენტური ვერსიის გააქტიურების შემთხვევაში, პროგრამას უფასოდ გამოიყენებთ 1 წელი.

  • პროექტები

    კურსის ფარგლებში უნდა შეასრულოთ და 3 პროექტი: 1. შექმენით პირველ ლექციაში განხულული სახლის ზუსტი ანალოგი 2. შექმენით მეორე ლექციაში განხილული სახლის ზუსტი ანალოგი 3. დამოუკიდებლად შექმენით 3 სართულიანი 6X12-ზე სახლის პროექტი. სახლი მოაწყვეთ ავეჯით. მოაწყვეთ ეზო. ნახაზზე დაინატეთ ყველა საჭირო ინფორმაცია. შესრულებული ნაშრომები დააარქივეთ და wetransfer-ის ან სხვა მსგავსი პლატფორმის გამოყენებით გაგვიზიარეთ მეილზე info@academica.ge. შესრულებული პროექტების საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი.

450.00 ₾ 49.00 ₾