academica.ge წარმოგიდგენთ ინგლისური ენის B1 დონის კურსს.
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე გავლილი აქვს ინგლისურის A1 და A2 დონის კურსები და სურს გაიღრმავოს ცოდნა.
კურსი დაგეხმარებათ:
- სწრაფად და ეფექტურად აითვისოთ სასაუბრო ინგლისური
- შეეძლოთ ინგლისურად საუბრის თავისუფლად მოსმენა
- გაიუმჯობესოთ ინგლისურად მეტყველების უნარები
- ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენოთ ენის ცოდნა
რას გთავაზობთ:
- კვალიფიციურ ტრენერებს, რომლებსაც აქვთ ინგლისური ენის სწავლების მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება.
- 6 საათზე მეტ ვიდეო ლექციებს, რომელთა ნახვასაც შეძლებთ ნებისმიერ დროს
- 1000 ახალ სიტყვას
- პრაქტიკულ სავარჯიშო ფაილებს, რომელზეც კურსის განმავლობაში იმუშავებთ.
- დახურულ FACEBOOK ჯგუფს სადაც უშუალოდ ტრენერისგან მიიღებთ კითხვებზე პასუხებს: www.facebook.com/groups/englishoned/
- სერტიფიკატს, რომლის ასაღებადაც უნდა დაწეროთ დავალებები და სასერტიფიკატო ამოცანა.
კურსი, რომელსაც ერთხელ შეიძენთ, მუდმივად თქვენს განკარგულებაშია. შეგიძლიათ მომავალში მოუბრუნდეთ მასალებს და აღიდგინოთ ან გადაიმეოროთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
academica.ge წარმოგიდგენთ ინგლისური ენის B1 დონის კურსს. კურსი ეფუძნება ინგლისური ენის შესწავლის ინოვაციურ და თანამედროვე მეთოდებს. იგი დაყოფილია 4 ნაწილად. თითოეული ეს ნაწილი დამოუკიდებლად ცალკეული მიზნების მიღწევას ემსახურება, თუმცა ერთმანეთთან კავშირშია და საბოლოოდ ენის შესწავლის უმოკლეს და ყველაზე ეფექტურ გზას გთავაზობთ. ეს ნაწილებია:
- Dialogue
- Grammar
- Reading
- Speaking
კურსის მოიცავს შემდეგ მასალას:
Dialogue
კურსის ამ ნაწილში ყურადღება გამახვილებულია ინგლისურად ყოველდღიურ სიტუაციებში საუბრის და დიალოგის გაგების უნარებზე. კურსის ფარგლებში განხილულია სხვადასხვა ამერიკული და ბრიტანული აქცენტები. ასევე, დეტალურად არის გაანალიზებული საკვანძო სიტყვებისა და ფრაზების მნიშვნელობა და განხილულია გამოყენების სხვა მაგალითები.
Grammar
ამ ნაწილში თავმოყრილია ინგლისური გრამატიკის საკვანძო საკითხები.
Reading
ლექციის ამ ნაწიშლი განხილულია ტექსტები წაკითხულის გააზრების სხვადასხვა სავარჯიშოს თანხლებით.
Speaking
მეტყველების ნაწილი არის ერთგვარი კარნახი-საზეპირო. ამ ნაწილში წარმოგიდგენთ ნაწყვეტებს ინგლისური საუბრიდან და დეტალურად განვიხილავთ, როგორ საუბრობენ ისინი, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენაა. თქვენი ამოცანაა დაიზეპიროთ მოცემული საუბრები და ეცადოთ, ზუსტად იგივე სისწრაფით გაიმეოროთ გამოთქმები ისე, როგორც გესმით. ამ ნაწილში განხილულია ნაწყვეტები ფილმებიდან, სატელევიზიო შოუებიდან, საინფორმაციო გადაცემებიდან, რადიო გადაცემებიდან და ა.შ.