ფრანგული ენა დამწყებთათვის

აკადემიკა.ჯი წარმოგიდგენთ ფრანგული ენის კურსს დამწყებთათვის.

კურსი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მოკლე და მრავლისმომცველი ექსკურსი ფრანგულ ენაში. 

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ: 

  • ფრანგულ ენაზე გამართულად კითხვას, ელემენტარულ კომუნიკაციას - შეკითხვის დასმასა და პასუხის გაცემას;
  • ისწავლით, თუ როგორ წარადგინოთ საკუთარი თავი ან მოიკითხოთ ადამიანები. 
  • ისაუბრებთ თქვენი ინტერესების, დღის რუტინისა და შეგრძნებების შესახებ. 
  • ასევე, სხვადასხვა დეტალზე ყოველდღიურობიდან, იქნება ეს ამინდი თუ საკვები. 

რაც მთავარია, ეს ყველაფერი როგორც გრამატიკულ, ისე ლექსიკურ დონეზე გექნებათ გააზრებული და არა - უბრალოდ ზეპირად დასწავლილი. 

საბოლოო გამოცდის მეშვეობით, თქვენ შეძლებთ მიღებული ცოდნის შეჯამებას. ვიდეოებს კი, რომლებზეც უვადო წვდომა გექნებათ, შეგიძლიათ მიუბრუნდეთ სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს და გაიხსენოთ/გადაიმეოროთ ნებისმიერი საკითხი.

  • ანბანი
  • მახვილები და დიფთონგები
  • კითხვის წესები
  • ნაზალური ბგერები
  • პირის ნაცვალსახელები
  • I ჯგუფის ზმნები
  • განუსაზღვრელი და განსაზღვრული არტიკლები
  • „ყოფნა“ ზმნის უღლება; წარდგენა; ეროვნებები;
  • “წასვლა” ზმნის უღლება; ტრანსპორტი;
  • შერწყმული არტიკლები (au, à la, à l’, aux)
  • კითხვითი წინადადებები („მოკითხვა“);
  • უარყოფითი წინადადებები;
  • კვირის დღეები
  • რიცხვები
  • ზედსართავი სახელები
  • „ქონა-ყოლა“ ზმნის უღლება; ასაკი; კონსტრუქციები: გციოდეს, გცხელოდეს, გშიოდეს და ა.შ.
  • კონსტრუქცია “il y a” და ადგილის წინდებულები
  • c’est - მახასიათებლები
  • სხეულის ნაწილები და იდიომი „კედლებსაც ყურები აქვთ“
  • ქვეყნები და “partir” -ის უღლება
  • უკუქცევითი ზმნები
  • “კეთება” ზმნის უღლება; ამინდი; იდიომი „ძაღლი არ გაიგდება გარეთ“;
  • ტანსაცმელი და აქსესუარები; “porter” ზმნის უღლება; იდიომი - „შენზეა შეკერილი“.
  • კუთვნილებითი ნაცვალსახელები (mon. ton, son; ma, ta, sa; mes, tes, ses) და ოჯახის წევრები.
  • ჩვენებითი ნაცვალსახელები; ხილი და ბოსტნეული; ხორცეულობა;
350.00 ₾ 39.00 ₾