დავით ჯავახიშვილი არის ეკონომისტი და მონაცემთა მეცნიერი.
დავითი არის საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ტექნოლოგიებისა და მონაცემთა დამუშავების განყოფილების სპეციალისტი. მისი პრაქტიკული საქმიანობა მოიცავს ფინანსური სექტორიდან მონაცემების მიღებას, დამუშავებასა და ანალიზს. მონაცემების ვიზუალიზაციისთვის აქტიურად იყენებს Tableau-სა და Power BI-ს პროგრამებს. მონაცემთა დამუშავებისთვის იყენებს Python-სა და VBA-ს.
დავითი ასევე ჩართულია მონაცემთა მიმოცვლის xbrl სტანდარტის დანერგვაში. იგი უშუალოდ მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ტაქსონომიების შექმნაში.
დავითი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის ISET ბაკალავრი. იგი არის ონლაინ აკადემიის Online Academy Academica.ge ტრენერი და აქვს საოფისე პროგრამების, მათ შორის ექსელისა და მონაცემების დამუშავების სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება.
მისი ინტერესთა სფეროებია ეკონომეტრიკა, პროგრამირება და მანქანური სწავლება.
© 2020 ყველა უფლება დაცულია